პორტუგალიელმა სპეციალისტმა დომინგუშ პასიენსიამ ხოსე ლუის ოლტრა 30 დეკემბერს შეცვალა.
პასიენსიას იმედი ჰქონდათ გალისიაში, რადგან ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ბრაგა" 2011 წელს ევროპალიგის ფინალში გავიდა, მაგრამ კარგი სტარტის შემდეგ ("მალაგა" 1:0 დაამარცხა და სტუმრად "რეალ სოსიედადთან" - 1:1), "დეპორმა" ზედიზედ 4 მატჩი წააგო და 16 ქულით ბოლო ადგილზეა.
23-ე ტურში "დეპორტივო" შინ 0:3 დამარცხდა "გრანადასთან", რაც გუნდის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა პასიენსიას მოსახსნელად. 11 თებერვალს გუნდმა უკვე მის გარეშე ივარჯიშა. ასე
"დეპორტივოს" უკვე ახალი თავკაცი ჰყავს: 58 წლის ფერნანდო ვასკესი. გალისიელ სპეციალისტს ძალიან ბევრ გუნდში უმოღვაწია ("ლუგო", "კომპოსტელა", "ოვიედო", "მალიორკა", "ბეტისი", "ლას პალმასი", "რაიო ვალეკანო", "ვალიადოლიდი" და "სელტა"). 2007 წლის შემდეგ მას საკლუბო ფეხბურთში არ უმუშავია, თუმცა დღესაც გალისიის რეგიონული ნაკრების თავკაცად ითვლება.
ფერნანდო ვასკესი სეზონის ბოლომდე იმუშავებს და მისი ამოცანა კლუბის ელიტაში შენარჩუნებაა.
ასევე იხილეთ:
"ნოტინგემ ფორესტმა" ალექს მაკლიში დანიშვნიდან 40 დღეში მოხსნა