"რეალმა" კრიშტიანო რონალდოს კლუბის ლეგენდის სტატუსი მიანიჭა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს კლუბის ლეგენდის სტატუსი მიანიჭოს.

ის, რომ რონალდო კლუბის ახალი ლეგენდაა, კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსვლის პერიოდში ფეხბურთელმა 179 მატჩში 182 გოლი გაიტანა. ის მეტოქის კარში გოლს საშუალოდ თამაშში 1,02-ჯერ იტანდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი, რონალდოსთან მიახლოებული მაჩვენებელი ფერენც პუშკაშს აქვს - მან 242 გოლი 261 მატჩში გაიტანა (საშუალოდ 0,93 გოლი თამაშში).

რონალდოს მიღწევებთან დაკავშირებით "რეალის" ხელმძღვანელობამ სპეციალურ შეხვედრას გაუკეთა
ორგანიზება, სადაც "სამეფო კლუბის" სხვა ლეგენდარული მოთამაშეებიც მიიწვია: პირი, ხენტო, ამანსიო და ბუტრაგენიო (ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ).

დავძენთ, რომ "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი რაულია, რომელმაც 741 მატჩში 323 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული