ჩავი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, დავიდ ვილია საავადმყოფოდან გაწერეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში ჩავიმ ტრავმა მიიღო და დაახლოებით 10 დღე გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხუთი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, კატალონიელთა ბანაკში კიდევ ერთი სიახლეა. დავიდ ვილია 15 თებერვალს დილით საავადმყოფოდან გაწერეს.

ამის მიუხედავად, ვილია ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში მაინც ვერ ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
დავიდ ვილია ისევ საავადმყოფოში მოხვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული