"რეალს" "ბარსას" ტალანტის გადაბირება სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კლუბში "ბარსელონას" ტალანტის, ჟერარდ დეულოფეუს გადაყვანა სურს.

"რეალის" პრეზიდენტს ძალიან მოსწონს 18 წლის ფორვარდის თამაშის სტილი, რომელიც სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი ბომბარდირია. თუმცა მხოლოდ გუნდის გაძლიერებისთვის პერესს დეულოფეუს გადაბირება არ სჭირდება - წლეულს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის არჩევნებია და ფლორენტინოს ძალიან სურს მომგებიანი სვლის გაკეთება.

თავის დროზე მან ეს შეძლო - პირველად, როცა პრეზიდენტად აირჩიეს, გულშემატკივრებს შეპირდა - ლუიშ ფიგუს ვიყიდიო და პირობაც შეასრულა. თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ პერესი დეულოფეუს ვერ შეწვდება, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდ ფულზე
გონება არ ებინდება და "ბარსელონაში" დარჩენა სურს.

ასევე იხილეთ:
"ბარსამ" ჟერარდ დეულოფეუ "ვალენსიას" არ დაუთმო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული