ჟორდი როურა: სიმწვავე გვაკლდა და მესი მხსნელად მოგვევლინა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" მძიმე გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "გრანადასთან" - 2:1. სტუმართა ორივე გოლი ლეო მესის ანგარიშზეა.

თამაშის შემდეგ მედიას "ბარსას" დროებითი თავკაცი (ტიტო ვილანოვას არყოფნაში) ჟორდი როურა გაესაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რა ძნელი გუნდია, მაინც დიდ სიძნელეებს წავაწყდით "გრანადასთან" მატჩში. მეტოქე იმდენად კარგად არის მომზადებული ფიზიკურად, რომ შეძლო და ჩვენსავე ნახევარზე გვეთამაშებოდა პრესინგს. რაც შეეხება შედეგს, ის ძალიან კარგია. ჩვენი ყველა შანსი რომ გამოგვეყენებინა, უფრო დიდი ანგარიშითაც მოვიგებდით. ლეო მესის 300-ზე მეტი გოლი კლუბის ისტორიაში ნამდვილად
ექსტრაორდინალური შედეგია. დღეს "ბარსას" ხშირად არ ჰყოფნიდა სიმწვავე და აქ სცენაზე მესი გამოჩნდა".

თავისი აზრი გამოთქვა "გრანადას" თავკაცმა ლუკას ალკარასმაც: "ჩემი გუნდი ფრესთან უფრო ახლოს იყო. ჩვენ ვაიძულეთ "ბარსა" ბოლომდე დახარჯულიყო, ბრძოლაში საუკეთესო ფეხბურთელები ჩაება. ერთი მხრივ, მოწყენილი ვარ, რადგან ქულის აღება ვერ შევძელით, მეორე მხრივ, კი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ ბევრი რამ წარმატებით შეასრულეს მოედანზე, რაც მანამდე დავავალე".

VideoSportall.Ge
გრანადა - ბარსელონა 1:2


ასევე იხილეთ:
ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით 301 გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული