ამასობაში ლეომ "ბარსელონას" მაისურით მე-300 (შემდეგ 301-ეც) გოლი გაიტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია პრიმერას ისტორიაში, რომელმაც შეძლო ზედიზედ 14 ტურში გატანა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
პიტბულის დუბლი
"დეპორტივოში" ახალი მწვრთნელი (ფერნანდო ვასკესი) და ძველი გასაჭირია. გუნდი ცხრილის ფსკერზე დაეშვა. მეკარე არანსუბიას ყველაზე დიდი მტერი, თავისივე დაცვის ხაზი ჰყავს,
რაც შეეხება გამარჯვებულ "სევილიას", არ შეიძლება არ აღინიშნოს გარი მედელის თამაში. "პიტბულად" ცნობილი ჩილელი გუნდში ჟოფრეი კონდობიას მისვლის შემდეგ მეტ ყურადღებას უთმობს შეტევას და აი, შედეგიც - მან დუბლი შეასრულა და რაკიტიჩის გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ეს 25 წლის "პიტბულის" პირველი დუბლია ევროპულ კარიერაში.
უნაი ემერი (სევილია): "ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოგვიწევს რამდენიმე დეფექტზე მუშაობა".
ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო): "სევილია" ჩვენზე უკეთესი იყო. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ გუნდში ჯანსაღი განწყობაა".
ცაში ფრენა მოედანზე ფრენის ნაცვლად
"ხეტაფეს" თავკაცმა ლუის გარსიამ მეასედ გამოიყვანა პრიმერას გუნდი სათამაშოდ და იუბილე გამარჯვებით აღნიშნა. "სელტა" კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა. მის ლიდერ იაგო ასპასს 6 მატჩია, გოლი არ გაუტანია.
მასპინძელთა რიგებში გამოვყოფთ ადრიან კოლუნგას ძალიან კარგ თამაშს: მის ანგარიშზეა გოლი და საგოლე პასი, კიდევ ერთი გოლი კი მისი დარტყმულის მოგერიების შემდეგ გავიდა. "სელტას" რიგებში დებიუტი ჰქონდა (ასპასი შეცვალა) ახალგაზრდული გუნდის წევრ სანტი მინას, რომელიც 17 წლისაა.
ლუის გარსია (ხეტაფე): "კარგად ვითამაშეთ. ჩემი აზრით, ეს "ხეტაფე" კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიჩელის "ხეტაფეს" ტოლ-სწორია".
პაკო ერერა (სელტა): "ასპასი ცაში დაფრინავს, რეალობის შეგრძნება დაკარგა. ამიტომაც შევცვალე".
ბაჭიას გასროლა
"პორტუსთან" თამაშის წინ შესანიშნავი განწყობა დაიბევა "მალაგამ" შინ "ბილბაოს" ძლევით - 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი "ჩელსიდან" ნათხოვარი ლუკას პიაზონის დამსახურებაა. ის დიდებულად შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან და კარის ხაზიდან უკან ხავიერ სავიოლა მოძებნა. "ბაჭიასაც" არ გასჭირვებია სეზონში მე-7 გოლის გატანა.
აღსანიშნავია, რომ მარსელო ბიელსამ გორკა ირაისოსის ნაცვლად (რომელსაც წინა ტურში "ბილბაოს" გულშემატკივრებმა უსტვინეს 4 გოლის გაშვებისთვის) კარში 20 წლის რაულ ფერნანდესი დააყენა. მან ერთხელ აშკარა გოლს გადაარჩინა გუნდი, თუმცა უფრო "მალაგას" მეკარეს გამოვყოფთ. ვილი კაბალიერო შესანიშნავ ფორმაშია, არგენტინელმა მეკარემ არაფრით გაატანინა არიც ადურისს.
მის კარში გოლი მაინც გავიდა, მაგრამ თანამსაჯმა შენიშნა, რომ ფერნანდო ლორენტე თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
მანუელ პელეგრინი (მალაგა): "ეს არ იყო 1:0-ის თამაში. ჩვენ დღეს დიდებულ "ატლეტიკს" მოვუგეთ და მე-4 ადგილი შევინარჩუნეთ".
მარსელო ბიელსა (ბილბაო): "კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, რაც არ მაწყობს ამ თამაშში, ანგარიშია".
ბარსელონაც მეტისმეტი იქნებოდა
რაც ლუკას ალკარასი დაინიშნა "გრანადაში", ანდალუსიურმა კლუბმა "რეალი" და "დეპორტივო" დაამარცხა. როცა 26-ე წუთზე ნიგერიელმა ოდიონ იგჰალომ გაიტანა ვალდესის კარში, მორიგი სენსაციის სურნელი დატრიალდა "ლოს კარმენესზე".
მაგრამ "ბარსას" ჰყავს ლეო მესი, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და ლიდერს ძალიან რთულ მატჩში მოაგებინა. სხვათა შორის, არგენტინელმა ტურში პირველმა გაიტანა მეორე ტაიმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეოს მეორე გოლი საჯარიმო დარტყმით.
Video
გრანადა - ბარსელონა 1:2
გრანადა - ბარსელონა 1:2
თანამსაჯები მეტისმეტად იზღვევდნენ თავს, როცა თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებდნენ.
ასევე აღსანიშნავია ალექსის სანჩესის უხეირო თამაში - ჩილელმა ფორვარდმა ანიავა საგოლე შანსები, სანამ ამის ყურება არ მოსწყინდა ჟორდი როურას და კრისტიან ტელიოთი არ ჩაანაცვლა.
და მაინც, "ბარსას" ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა, ბოლო წუთზე იაკინ ბრაიმის ახლო მანძილიდან რომ არ აეცილებინა...
ლუკას ალკარასი (გრანადა): " ვაიძულეთ "ბარსა", საუკეთესო ფეხბურთელებით ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ და ვაიძულეთ ის, ბოლომდე დახარჯულიყო".
ჟორდი როურა (ბარსელონა): "გაგვიჭირდა ფიზიკურად კარგად მომზადებული მეტოქის წინააღმდეგ და აქ თავისი სიტყვა მესიმ თქვა".
სოლას სოლო
მე-4 წუთზე დამიას ჩაწოდებულს თავით შეწვდა კიკე სოლა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ პრიმერაში სიძლიერით მე-4 დაცვის ხაზის პატრონი "ოსასუნა" დაცვაში "ჩაჯდა" და 3 უმნიშვნელოვანესი ქულაც მოიპოვა.
"სარაგოსას" 7 ტურია, არ მოუგია და ყველაზე ახლოსაა გასავარდნ ზონასთან.
ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ბევრს არ მოსწონს ჩვენი თამაშის სტილი, მაგრამ მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს - შედეგი სახეზეა".
მანოლო ხიმენესი (სარაგოსა): "წაგებას ვიმსახურებდით. გავრისკეთ მეორე ტაიმში, მაგრამ ამით ვერაფერს მივაღწიეთ".
კარგი და ცუდი ფრე
სან სებასტიანში ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა: ჯერ კარლოს ველა საჯარიმოში ბერძენმა ნიკოს კარაბელასმა წააქცია და თავად დაზარალებულმა "რეალ სოსიედადი" დააწინაურა, მაგრამ მალევე გერმანელი კრისტიან ლელი "ჩორი" კასტრომ წააქცია, გოლი კი მიჩელმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დიდი ნაწილი "ლევანტემ" 10 კაცით ითამაშა (კარაბელასს თითქმის არაფრისთვის მისცეს მეორე გაფრთხილება), მაგრამ გაძლო და ვალენსიაში ქულა წაიღო.
ფილიპ მონტანიე (რეალ სოსიედადი): "კარგია, რომ კვლავ დაუმარცხებლები დავრჩით, მაგრამ მოგებას ვიმსახურებდით. ახლა მთელი ძალისხმევა ბასკური დერბისთვის უნდა შემოვინახოთ".
ხუან იგნასიო მარტინესი (ლევანტე): "სიტუაციის გათვალისწინებით, ფრე ჩინებული შედეგია - 10 კაცით ვითამაშეთ ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე შემტევ გუნდთან. მე კმაყოფილი ვარ".
რეალი ათი კაცითაც რეალია
დღის სხვა მატჩებში 10-კაციანმა "ვალენსიამ" 2:0 მოუგო "მალიორკას", "ატლეტიკომ" სტუმრად გაანადგურა "ვალიადოლიდი", "რეალმა", სერხიო რამოსის გაძევების მიუხედავად, მადრიდულ დერბიში 2:0 მოუგო "რაიო ვალეკანოს", ხოლო "ესპანიოლმა" 1:0 აჯობა "ბეტისს".
Video
რეალი - რაიო ვალეკანო 2:0
რეალი - რაიო ვალეკანო 2:0
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური
სევილია-დეპორტივო 3:1
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (6), 2:0 მედელი (27), 2:1 რიკი (32), 3:1 მედელი (40)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (46. ბოტია), ფასიო, სპაჰიჩი, მორენო - მედელი, კონდობია (78. სტევანოვიჩი) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, რეიესი (70. დელ მორალი) - ნეგრედო.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - სილვიო, კაკა, ზე კაშტრო, ევალდო - ბერგანტინიოსი (56. ვალერონი), ასუნსაო (65. ოლივეირა) - გამა, აგილარი, პიცი - რიკი (75. სალომაო).
გაფრთხილება: კონდობია, კოკე, ბოტია, რაკიტიჩი, სპაჰიჩი, მედელი - აგილარი, ასუნსაო
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 21-4; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-13 (9-6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 33 200
ხეტაფე-სელტა 3:1
გოლები: 1:0 კოლუნგა (10), 1:1 ა. ფერნანდესი (20), 2:1 დ. კასტრო (34), 3:1 ფ. ფერნანდესი (42)
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, ფ. ფერნანდესი, ალექსისი, ესკუდერო - ხ. ტორესი, ბორხა (69. ლასენი) - პედრო ლეონი (76. გავილანი), ბარადა, დ. კასტრო - კოლუნგა (82. ალკასერი).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ხონი, კაბრალი, დემიდოვი, ლაგო - ა. ლოპესი, ინსა (59. ვილა) - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი, ორელიანა (67. ბერმეხო) - ასპასი (59. მინა).
გაფრთხილება: ბორხა - კაბრალი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-8 (9-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 9 100
მალაგა-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 სავიოლა (18)
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო - პორტილიო, პიაზონი (80. ხოაკინი), ბაპტიშტა (59. ტულალანი), ისკო - სავიოლა (58. სანტა კროსი).
ბილბაო (4-2-3-1): რ. ფერნანდესი - ირაოლა, გურპეგი (27. სან ხოსე), ლაპორტე, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი - სუსაეტა, დე მარკოსი (65. ფ. ლორენტე), ი. გომესი - ადურისი.
გაფრთხილება: კამაჩო, ლუგანო - ირაოლა, ლაპორტე
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 6-1 (4-0); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000
გრანადა-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 იგჰალო (26), 1:1 მესი (50), 1:2 მესი (73)
გრანადა (4-4-2): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ტორჟე (76. ბრაიმი), მ. რიკო, რესიო, ნოლიტო (73. ბუონანოტე) - იგჰალო, არანდა (57. ელ-არაბი).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო (37. ალბა) - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - პედრო (71. ინიესტა), მესი, სანჩესი (60. ტელიო).
გაფრთხილება: სიკეირა, ნიომი - ალკანტარა
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 6-17 (5-8); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 22 000
ოსასუნა-სარაგოსა 1:0
გოლი: 1:0 კიკე სოლა (4)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, რუბენი, ფლანიო, დამია (80. არიბასი) - ლოლო, ოიერი - სეხუდო (46. ფ.სილვა), ნინო, არმენტეროსი - კიკე სოლა (72. ხ. ლორენტე).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპუნარუ, პინტერი, პარედესი, აბრაამი - ხოსე მარი, მოვილია (63. კარმონა) - ბიენვენუ (67. როდრი), აპონიო, მონტანიესი - როჩინა (75. ე. ორიოლი).
გაფრთხილება: სეხუდო, ფლანიო, ლოლო, ბერტრანი, დამია, ნინო, ფერნანდესი - ბიენვენუ, ხოსე მარი, პინტერი, აბრაამი, მონტანიესი, კარმონა
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 24-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8-10 (3-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 17 100
სოსიედადი-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 ველა (17-პენ), 1:1 მიჩელი (29-პენ)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა (63. პარდო), ილარამენდი - გრიზმანი, ჩაბი პრიეტო (70. აგირეჩე), გ. კასტრო (76. იფრანი) - ველა.
ლევანტე (4-2-3-1): კ. ნავასი - ლელი (46. პ. ლოპესი), ბალესტეროსი, ვინტრა, კარაბელასი - იბორა, დიოპი - რიოსი (59. ხუანფრანი), მიჩელი (79. რუბენ გარსია), ვალდო - მარტინსი.
გაფრთხილება: კასტრო, პარდო - კარაბელასი, მიჩელი, იბორა, ვალდო, დიოპი
გაძევება: კარაბელასი (57)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 6-3 (3-3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 22 600
ვალენსია-მალიორკა 2:0
გოლები: 1:0 რ. კოშტა (59), 2:0 სოლდადო (81)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი (43. კანალესი), რ. კოშტა, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი (60. სისოკო), ბერნატი (35. რუისი) - სოლდადო.
მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ჟერომელი, ლუნა (71. ვიქტორი) - პინა, ტისონე (66. მარკესი), მარტი - ალფარო (61. მ. პერეირა), ჰემედი, ჯოვანი დოს სანტოსი.
გაფრთხილება: პარეხო, ბერნატი, სოლდადო, კანალესი, სისოკო - ლუნა, ჟერომელი, მარკესი
გაძევება: ტინო კოსტა (28)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 4-16 (2-8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 31 200
ვალიადოლიდი-ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 ფალკაო (11), 0:2 დ. კოშტა (53), 0:3 კ. როდრიგესი (90)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, რუედა, პენია, ბალენსიაგა - რუბიო, სასტრე (75. ბარახა) - ლარსონი, ოსკარი, ომარი (70. ბუენო) - გერა (55. მანუჩო).
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (88. მ. სუარესი), ტიაგო, გაბი, არდა თურანი (74. კ. როდრიგესი) - ფალკაო, დ. კოშტა (82. რაულ გარსია)
გაფრთხილება: რუედა, პენია, ოსკარი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 3-13 (0-8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 18 200
Video
ვალიადოლიდი - ატლეტიკო 0:3
ვალიადოლიდი - ატლეტიკო 0:3
ესპანიოლი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 ს. გარსია (7)
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - მატიონი (61. ხ. ლოპესი), კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ვ. სანჩესი, რ. როდრიგესი - სტუანი, ვერდიუ (87. კ. გომესი), სიმაო - ს. გარსია (90. ლონგო).
ბეტისი (4-3-3): ადრიანი - ჩიკა, პაულაუ (84. პერკისი), ამაია, ნაჩო - ნონო (59. ხუან კარლოსი), რ. პერესი, ბენიატი - პაბონი (83. ა. ლოპესი), მოლინა, კემპბელი.
გაფრთხილება: სანჩესი, ფელიპე, კაპდევილა, სიმაო - პაულაუ
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 24-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-5 (4-1); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 21 000
რეალი-ვალეკანო 2:0
გოლები: 1:0 მორატა (3), 2:0 ს. რამოსი (12)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ს. რამოსი, ვარანი, პეპე, ფ. კოენტრაო - ხედირა, ესიენი - იოზილი (67. დი მარია), კაკა (79. კალეხონი), რონალდო - მორატა (26. ალბიოლი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ფიგერასი, კასადო (63. ხოსე კარლოსი) - ტრაშორასი (72. ფ. ვასკესი), ფუეგო - ლ. ბანგურა, ა. დომინგესი, პიტი (82. დელიბაშიჩი) - ლეო კარილიო.
გაფრთხილება: რამოსი, რონალდო, პეპე - ტრაშორასი, ლ. ბანგურა, ფიგერასი
გაძევება: რამოსი (18)
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 4-7; კარში დარტყმა: 10-10 (6-1); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 60 300
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 37 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
მომდევნო ტური
22 თებერვალი
ბილბაო-რეალ სოსიედადი.
23 თებერვალი
მალიორკა-ხეტაფე, სარაგოსა-ვალენსია, დეპორტივო-რეალი, ბარსელონა-სევილია.
24 თებერვალი
რაიო ვალეკანო-ვალიადოლიდი, სელტა-გრანადა, ატლეტიკო-ესპანიოლი, ბეტისი-მალაგა.
25 თებერვალი
ლევანტე-ოსასუნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: სიმწვავე გვაკლდა და მესი მხსნელად მოგვევლინა [VIDEO]