24-ე ტურში "სელტა" "ხეტაფესთან" 1:3 დამარცხდა. გალისიელები 20 ქულით გასავარდნ ზონაში არიან.
"მარკა" გუნდის ახალი თავკაცის ვინაობასაც გვამცნობს - აბელ რესინო შეეცდება გუნდის გადარჩენას და მისთვის ადგილის ელიტაში შენარჩუნებას. რესინოს "ატლეტიკოში", "ლევანტესა" და "გრანადაში" უმუშავია. რესინო 53 წლისაა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მწვრთნელები შეეცვალათ: "ესპანიოლს", "ვალენსიას", "დეპორტივოს" (2-ჯერ), "სევილიას", "გრანადას" და "მალიორკას".
ასევე იხილეთ:
"დეპორტივომ" მწვრთნელი 42 დღეში მოხსნა