მშვიდობით, პაკო! - "სელტამ" მწვრთნელი გააგდო

AutoSharing Option
წლევანდელ ლა ლიგაში მე-8 მწვრთნელი დაემშვიდობა თანამდებობას - ვიგოს "სელტას" ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგებისთვის პაკო ერერა გაანთავისუფლა.

24-ე ტურში "სელტა" "ხეტაფესთან" 1:3 დამარცხდა. გალისიელები 20 ქულით გასავარდნ ზონაში არიან.

"მარკა" გუნდის ახალი თავკაცის ვინაობასაც გვამცნობს - აბელ რესინო შეეცდება გუნდის გადარჩენას და მისთვის ადგილის ელიტაში შენარჩუნებას. რესინოს "ატლეტიკოში", "ლევანტესა" და "გრანადაში" უმუშავია. რესინო 53 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მწვრთნელები შეეცვალათ: "ესპანიოლს", "ვალენსიას", "დეპორტივოს" (2-ჯერ), "სევილიას", "გრანადას" და "მალიორკას".

ასევე იხილეთ:
"დეპორტივომ" მწვრთნელი 42 დღეში მოხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული