ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ერიკ აბიდალი მოედანზე ბრუნდება

AutoSharing Option
24 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის შესაძლოა მოედანზე კატალონიელთა მცველი ერიკ აბიდალი გამოვიდეს, რომლის გამოჩენას გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.

ესპანური პრესის ცნობით, ექიმები ფრანგ ფეხბურთელს თამაშის ნებას, სავარაუდოდ, დართავენ.

შეგახსენებთ, რომ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე 2012 წლის 29 თებერვლის შემდეგ აღარ გამოსულა.

მაშინ ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გერმანიის წინააღმდეგ სრული შეხვედრა ჩაატარა.

სევე იხილეთ:
ერიკ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ მიზნად ფეხბურთში დაბრუნება დაისახა
ერიკ აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული