ვისენტე დელ ბოსკე: მოურინიო აგრესიულია, მე - გაცილებით მშვიდი

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო აგრესიული მწრთნელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თავად კი გაცილებით მშვიდია.

დელ ბოსკე "რეალის" ყოფილი მწვრთნელია, მას კითხვა სწორედ ამ კუთხით დაუსვეს - ხომ არ აკლია მისი ხელი "რეალს":

"არა მგონია, "რეალში" ვინმეს ვენატრებოდე და საჭირო ვიყო. ჟოზე მოურინიო აგრესიული მწვრთნელის შთაბეჭდილებას ტოვებს, მე გაცილებით Mმშვიდი ვარ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - მოურინიო გუნდური მუშაობის პრინციპის მიმდევარია. მის ხელში "რეალი" ძალიან ძლიერი და ექსტრაორდინალურია. მოურინიოს წყალობით, "რეალი" სიძლიერით ფანტასტიკურ "ბარსას" შემდეგ პირველია
ევროპაში. მან გუნდი მაღალ დონეზე აიყვანა, ხოლო "რეალის" გულშემატკივარი გუნდის ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს"
.

ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს, "ბარსა" და "რეალი"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული