ლა ლიგა. XXIV ტურის შეჯამება: ცაში ფრენა და თავი კუნძზე

AutoSharing Option
პირველი მწვრთნელი "ესპანიოლმა" გაუშვა - მაურისიო პოჩეტინო. ამას მოჰყვა მაურისიო პელეგრინოს, ხოსე ლუის ოლტრას, მიჩელის, ხუან ანტონიო ანკელას, ხოაკინ კაპაროსა და დომინგუშ პასიენსიას გათავისუფლებები.

24-ე ტურმა კიდევ ერთი სპეციალისტი იმსხვერპლა - "სელტამ" პაკო ერერა გაუშვა - ლა ლიგამ უკვე 8 მწვრთნელი შეიწირა. ვინ იქნება შემდეგი?

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "გრანადასთან" 2:1 მოგებულ მატჩში. მან 2-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად და 2 გოლი გაიტანა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "რაიო ვალეკანოსთან" 2:0 მოგებულ მატჩში. ის ერთხელ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

ჩვენს "ტურნირში" მესი 10:6-ს იგებდა, ახლა კი არგენტინელი კიდევ უფრო დაწინაურდა - 11:6.

ტურის ფრაზები
პაკო ერერა: "ასპასი ცაში დაფრინავს, რეალობის შეგრძნება დაკარგა. ამიტომაც შევცვალე", - თქვა "სელტას" თავკაცმა და რამდენიმე საათში თავადვე შეცვალეს.

მარსელო ბიელსა: "კარგად ვითამაშეთ. ერთადერთი, რაც არ მაწყობს ამ თამაშში, ანგარიშია", - "ბილბაოს" მწვრთნელიც მოხსნის კანდიდატია.

ლუკას ალკარასი: "ვაიძულეთ "ბარსა", საუკეთესო ფეხბურთელებით ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ და ვაიძულეთ ის, ბოლომდე დახარჯულიყო", - "გრანადას" თავკაცს ნამდვილად აქვს საამაყოდ საქმე.

ჟორდი როურა: "გაგვიჭირდა ფიზიკურად კარგად მომზადებული მეტოქის წინააღმდეგ და აქ თავისი სიტყვა მესიმ თქვა", - "ბარსელონას" დროებითი თავკაცი.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "ბევრს არ მოსწონს ჩვენი თამაშის სტილი, მაგრამ მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს - შედეგი სახეზეა", - "ოსასუნას" მწვრთნელი სხვების აზრზე არ გაივლის.

სერხიო რამოსი: "ჩემი გაძევება ძალიან იოლი რამ გახდა და ეს ძალიან მაშფოთებს. ეს არ არის ნორმალური, როცა ფეხბურთელს ორ წუთში ორ ყვითელ ბარათს აძლევენ", - "რეალის" მცველმა 18 წუთში ძალიან ბევრი რამ მოასწრო.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
ადრიანო (ბარსელონა)

"ბარსელონას" ბრაზილიელი მცველი პირველივე ტაიმში გახდა შესაცვლელი.

ტურის საუკეთესო გოლი
ლიონელ მესი (ბარსელონა) საჯარიმო დარტყმით "გრანადას" კარში.

ტურის საუკეთესო პასი
მორენო (სევილია) საგოლე პასი მედელს.

ტურის სტატისტიკა
23 გოლი ტურში (2,3 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 58 ყვითელი ბარათი, 3 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), გარი მედელი (სევილია).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: სანტი მინა (სელტა, 17 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 63 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - მალიორკა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - სევილია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ოსასუნა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ბილბაო, ბარსელონა
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 74% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

Sportall.Ge

ლიონელ მესი რჩეულთა შორის მე-18-ედ მოხვდა, დებიუტანტი კი ოთხია, მათ შორის - კაკა.

მე-12 ფეხბურთელი: სერხიო გარსია (ესპანიოლი)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

ხშირად ამბობენ, რომ "ბარსელონა" მხოლოდ ლეო მესი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ამ მოსაზრებაში საფუძვლიანი ეჭვის შეტანის დრო მოვიდა. თავად ჟორდი როურამ აღიარა, რომ "ბარსა" მარცხისგან მესიმ იხსნა.

ბომბარდირები
37 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
46 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

22 თებერვალი
ბილბაო-რეალ სოსიედადი.

23 თებერვალი
მალიორკა-ხეტაფე, სარაგოსა-ვალენსია, დეპორტივო-რეალი, ბარსელონა-სევილია.

24 თებერვალი
რაიო ვალეკანო-ვალიადოლიდი, სელტა-გრანადა, ატლეტიკო-ესპანიოლი, ბეტისი-მალაგა.

25 თებერვალი
ლევანტე-ოსასუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXIV ტური: ლეო მესის 301-ე გოლი "ბარსელონას" მაისურით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული