ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს 10 მილიონ ევროს გადაუხდის და გაუშვებს

AutoSharing Option
ესპანური პრესა დარწმუნებით წერს, რომ ჟოზე მოურინიოს წასვლა "რეალიდან" ზაფხულში გადაწყვეტილია.

"მარკას" და "დიარიო ას"-ის მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და პორტუგალიელმა მწვრთნელმა უკვე მოილაპარაკეს - "რეალი" მოურინიოს 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაუხდის და გზას დაულოცავს.

პერესი მოურინიოს მუშაობით უკმაყოფილოა და ამაში მხოლოდ წლევანდელი ჩავარდნა არ იგულისხმება ლა ლიგაში; მოურინიო მეტისმეტად აგრესიულად იქცევა და პრეზიდენტს ეს არ მოსწონს.

თავის მხრივ, როგორც ჩანს, წასვლა ჟოზესაც სურს: კარიერაში ახალი ფურცლის გადაშლა უნდა. სანამ წავა, პორტუგალიელის მთავარი მისია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, თუმცა ის
რთულ სიტუაციაშია "მანჩესტერ იუნაიტედთან" საშინაო ფრის (1:1) შემდეგ.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი: ეს აღარ არის უბრალო ჭორი, ეს უკვე "რეალზე" შეტევაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული