კრიშტიანო რონალდომ გადაიფიქრა: "რეალში" რჩება

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო უფრო "რეალში" დარჩენისკენ იხრება და ესპანური პრესის ცნობით, კონტრაქტის გაგრძელებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მაისში დაიწყებს.

ამის შესახებ "რეალის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მოახსენა. შემდეგ კლუბის ერთ-ერთმა წევრმა კი საიდუმლოდ პრესას ამცნო.

მაისში ფლორენტინო პერესი და ჟორჟე მენდეში მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. "რეალი" კონტრაქტის გაუმჯობესებულ ვარიანტს შესთავაზებს პორტუგალიელ ვარსკვლავს. ამჟამინდელს კი ვადა 2015 წელს ეწურება.

ამბობენ, რომ რონალდოს გული "რეალისკენ" გულშემატკივრებმა მიუბრუნეს - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ის ძალიან პოპულარულია.

ასევე იხილეთ:
"რეალმა" კრიშტიანო რონალდოს კლუბის ლეგენდის სტატუსი მიანიჭა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული