ფრანგების მტკიცებით, ზაფხულში კარლო ანჩელოტი "რეალს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულიდან მადრიდის "რეალის" თავკაცი გახდება.

წყაროს ცნობით, "რეალის" წარმომადგენლები უშუალოდ ანჩელოტის შეხვდნენ, რადგან ამ სპეციალისტს აგენტი არ ჰყავს და სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ეს არ ყოფილა ანჩელოტის და "რეალის" პირველი შეხვედრა. გამომდინარე აქედან, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას კარგა ხანია, გადაუწყვეტია მისი დანიშვნა ჟოზე მოურინიოს ნაცვლად.

ამ ინფორმაციამდე ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ფლორენტინო პერესმა და ჟოზე მოურინიომ მიაღწიეს შეთანხმებას - ზაფხულში პრეზიდენტი პორტუგალიელს 10 მილიონ ევროს გადაუხდის კომპენსაციის სახით და ჟოზეც ინგლისში
სამუშაოდ გადაბარგდება.

ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს 10 მილიონ ევროს გადაუხდის და გაუშვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული