"რეალი" ისკოს და კარვახალს ყიდულობს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ რადგან ჟოზე მოურინიო "რეალში" არ რჩება, კლუბის მომავალ ტრანსფერებზე თავად ფლორენტინო პერესი ზრუნავს.

კლუბის პრეზიდენტს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება სურს: ლევერკუზენის "ბაიერის" მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი და "მალაგას" ნახევარმცველი ისკო.

კარვახალი 21 წლისაა და ის გერმანიაში სწორედ "რეალის" სარეზერვო გუნდიდან გადავიდა, "სამეფო კლუბის" აღზრდილია. მადრიდელებს მისი უკან გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით აქვთ.

ისკო "ვალენსიას" აღზრდილია და შარშან გადავიდა "მალაგაში". მან ევროპის "გოლდენ ბოის" პრიზი მიიღო 2012 წელს.

ფლორენტინო პერესი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკის ესპანიზაციას აპირებს.

ასევე იხილეთ:
ისკო "მალაგაში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული