იკერ კასილიასი: თამაშს, ალბათ, ერთ თვეში შევძლებ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი შესაძლოა მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდეს. ამის შესახებ თავად 31 წლის ფეხბურთელმა განაცხადა.

"თავს უკეთესად ვგრძნობ. სარეაბილიტაციო კურსის ნახევარი უკვე ჩავლილია. ალბათ, ერთ თვეში უკვე შევძლებ თამაშს.

ცალკე ყურადღება ხელის მოძრაობის აღდგენის კურსს
უნდა დავუთმო", - თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ ხელი იანვრის ბოლოს, "ვალენსიასთან" (1:1) ესპანეთის თასის მატჩისას დაიზიანა.

მომზადებულია sportsillustrated.cnn.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული