მოგეხსენებათ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ზაფხულში "რეალს" დატოვებს.
ჟურნალისტებმა "დაადგინეს" კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც მოურინიო ფლორენტინო პერესისგან მიიღებს - 10 მილიონი ევრო. ისიც ითქვა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე შეუთანხმდა წინასწარ კარლო ანჩელოტის, რომელიც ახლა
"პარი სენ-ჟერმენის" თავკაცია.
გამოკითხვამ კი მოულოდნელი შედეგი აჩვენა - გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა - 73%, დანიელი მიქაელ ლაუდრუპის მომხრეა, რომელიც ამჟამად უელსურ "სუონსი სიტის" წვრთნის. შეგახსენებთ, რომ ლაუდრუპი "სამეფო
მეორე ადგილზე გავიდა "ჩელსის" ესპანელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი 18%-ით. კარლო ანჩელოტის მომხრე კი მხოლოდ 9%-ია.
გაზეთის გამოკითხვაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ასევე იხილეთ:
Goal.com: მიკაელ ლაუდრუპმა შესაძლოა "სიტიში" რობერტო მანჩინი შეცვალოს