გული 4 წუთით გაჩერდა

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონში კინაღამ ტრაგედია მოხდა - "სალამანკა" - "ბეტისის" მატჩის 61-ე წუთზე მასპინძელთა 31 წლის ნახევარმცველ მიგელ გარსიას გულის შეტევა მოუვიდა. სასწრაფო დახმარების მისვლამდე ფეხბურთელის სიცოცხლისთვის ორივე კლუბის ექიმები იბრძოდნენ. მათ 5 წუთზე მეტი დასჭირდათ, სანამ გარსიას პულსი და გონება დაუბრუნდებოდა. კლუბის ექიმებს, რომ არ ეყოჩაღათ, გარსია უეჭველი დაიღუპებოდა, რადგან მას გული 4 წუთის განმავლობაში გაჩერებული ჰქონდა. 

საბედნიეროდ, მიგელ გარსია ჰოსპიტალში თავს უკეთ გრძნობს, მას ახლა რამდენიმე ტესტს ჩაუტარებენ, რომ გულის უკმარისობის მიზეზს მიაგნონ. შესაძლოა, ამ ინციდენტმა ფეხბურთელის კარიერაც დაასრულოს.

ესპანურ ფეხბურთში ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ტრაგიკული დასასრულითაც. "სევილიას" ანტონიო პუერტა და "ესპანიოლის" დანიელ ხარკე დაიღუპნენ, "რეალის" რუბენ დე ლა რედს ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია, ასევე ნაადრევად წავიდა ფეხბურთიდან სევილიელთა მცველი სერხიო სანჩესი.

იხილეთ ვიდეო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული