აიტორ კარანკა: კლასიკოს დი მარიას გარეშე ვითამაშებთ, ანუ მატჩს 11 კაცით დავასრულებთ [VIDEO]

AutoSharing Option
პრიმერადივიზიონის 25-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ლა კორუნიაში დაამარცხა "დეპორტივო" - 2:1.

ამ თამაშში ჟოზე მოურინიომ მორიგ ექსპერიმენტს მიმართა - კრიშტიანო რონალდო 2011 წლის სექტემბრის შემდეგ ლა ლიგაში პირველად იჯდა სათადარიგოთა სკამზე.

პირველი ტაიმი ბოლოადგილოსანმა გუნდმა რიკის ბრწყინვალე გოლის წყალობით მოიგო (თუმცა აქვე დიეგო ლოპესის შეცდომასაც აღვნიშნავთ, რიკი მახვილი კუთხიდან ურტყამდა).

ჟოზემ მეორე ტაიმში 10 წუთი კიდევ მოითმინა და შემდეგ ერთბაშად წამყვანი მოთამაშე შეუშვა: რონალდო, იოზილი და ხედირა.

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "სამეფო კლუბს" გამარჯვება კაკამ მოუტანა, მან ჯერ შორიდან სეზონში
პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ რონალდოს გაუთამაშა კედელი, რის შემდეგაც პორტუგალიელმა გონსალო იგუაინს "რეალში" მე-100 გოლი გაატანინა.

თამაშის ბოლოს მსაჯმა ანხელ დი მარია გააძევა, არგენტინელმა საჯარიმოს დროს 9 მეტრზე არ დაიხია.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მოურინიოს ნაცვლად, ტრადიციულად, მისი ასისტენტი აიტორ კარანკა მივიდა:

"მეტოქეს ახალი თავკაცი ჰყავს, ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ მძიმე თამაში გველოდა. თან "დეპორტივოს" დასაკარგავი არაფერი აქვს, მძიმე სიტუაციაშია. ასე რომ, ეს გასაკვირი არ იყო. გასაკვირი უფრო ის იყო, რომ პირველი ტაიმი მეტი სხვაობით არ წავაგეთ, გაგვიმართლა. აი, მეორეში სულ სხვა თამაში ვაჩვენეთ. არ ვიცი ითამაშებს თუ არა კაკა ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი დონის თამაშების ჩვენება. რაც შეეხება დი მარიას, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დი მარია კლასიკოს გამოტოვებს, ეს კი ნიშნავს, რომ თამაშს 11 კაცით დავამთავრებთ".

VideoSportall.Ge
დეპორტივო - რეალი 1:2


ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას: რაც ახალი კონტრაქტი დაიბევე, განძრევა გეზარება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული