სკანდალი: ხოსეპ გვარდიოლას დეტექტივი ჟერარდ პიკეს და შაკირას რომანს აკონტროლებდა

AutoSharing Option
ესპანურმა პრესამ ახალი სკანდალი ააგორა - თურმე ხოსეპ გვარდიოლას, "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში, კერძო დეტექტივი ჰყავდა დაქირავებული, რომელიც ჟერარდ პიკეს პირად ცხოვრებას აკონტროლებდა.

გვარდიოლამ "ბარსას" უსაფრთხოების ყოფილი შეფის, ხავიერ მარტორელის ნაცნობობა გამოიყენა და სააგენტო "მეტოდო 3-ში" დეტექტივი დაიქირავა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ თავის დროზე მარტორელი ძალიან ბევრ ფეხბურთელს აკონტროლებდა.

მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ფეხბურთელებს შინ გაეთენებინათ ღამე, რადგან მიიჩნევდა, რომ ღამის ბარებში სიარული მათ თამაშზე უარყოფითად აისახებოდა.

რაც შეეხება პიკეს, მას განსაკუთრებული ყურადღება მას მერე მიექცა, რაც ჟერარდმა რომანი
გააბა კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან. საქმე იქამდე მისულა, რომ პიკეს აგენტს კლუბის ხელმძღვანელობისთვის შეუჩივლია, ჟერარდს უცნობები დასდევენო. თავად პიკეც გამოთქვამდა ამის გამო უკმაყოფილებას, თანაც... გვარდიოლასთან. მან ხომ არ იცოდა, რომ ამ დევნის უკან თავად მწვრთნელი იდგა.

აი, ასეთია ესპანური ყვითელი პრესის ცნობა.

ასევე იხილეთ:
გვარდიოლა ალვეშის, პიკეს, ფაბრეგასისა და ვილიას გაყიდვას აპირებდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოიჭირა შვილის ხელა ტფუი შენ ადრიანა ლიმაზე ნაკლები არ უნდა გყოლოდა ეს ბებერი სქელ ბარკალა ვინ აირჩიე არ გრცხვენიაააა
mimi
02:35 26-02-2013
0

სიახლეები პოპულარული