დიეგო სიმეონე: ეს "ატლეტიკო" კლუბის მდიდარი ტრადიციის გამგრძელებელია

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში "ატლეტიკომ" რადამელ ფალკაოს პენალტით 1:0 დაამარცხა "ესპანიოლი". მართალია, ტაიმის ბოლოს მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ (გაბი გააძევეს), მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა შეინარჩუნა მომგებიანი ანგარიში.

"ატლეტიკო" 25 ტურიდან 56 ქულით მე-2 ადგილზეა და "რეალს" 4 ქულით უსწრებს.

"მას მერე, რაც ათნი დავრჩით, ფანტასტიკურად ვითამაშეთ. რაც შეეხება მსაჯთა გადაწყვეტილებებს - მათ სისწრაფეში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. შეცდომები გამორიცხული არაა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. ჩემი ფეხბურთელების თამაშის გამო ბედნიერი ვარ. მინდა ვთქვა, რომ ეს "ატლეტიკო" კლუბის მდიდარ წარსულს შეეფერება",
- განაცხადა მატჩის შემდეგ დიეგო სიმეონემ.

"უნდა ვაღიარო, რომ "ატლეტიკომ" დამსახურებულად მოიგო. მათ მეტი გოლის გატანაც შეეძლოთ. ამის მიზეზი ქაოსია ჩვენს დაცვის ხაზში. მეტოქემ მაღალი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა - ასეთ "ატლეტიკოს" ძნელია, გაუძალიანდე", - აღიარა "ესპანიოლის" მექსიკელმა თავკაცმა ხავიერ აგირემ.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXV ტური: ალეგრი - "ბარსას" ალერგიის წამალი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული