ლა ლიგა. XXV ტურის შეჯამება: ქამბექების ტური

AutoSharing Option
ამ ტურში 10-დან 5 შეხვედრაში გუნდმა, რომელმაც პირველი გოლი გაუშვა, როგორც მინიმუმ, არ წააგო (5-დან 4 შემთხვევაში მოიგო კიდევაც). ანუ ეგრეთ წოდებული ქამბექების ტური იყო ესპანეთში.

ლიდერთა სამეულში მდგომარეობა არ შეცვლილა; აი, მეოთხეადგილოსანი "მალაგა" შეაფერხეს - ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იწყება...

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "სევილიასთან" 2:1 მოგებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი. მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაარღვიეს წესი.

კრიშტიანო რონალდომ 33 წუთი ითამაშა "დეპორტივოსთან" 2:1 მოგებულ მატჩში. მან 4-ჯერ დაარტყა
კარისკენ და 1 საგოლე პასი გააკეთა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს ძალიან მცირე დრო მიეცა თავის გამოსაჩენად, მან დიდებულად ითამაშა და გადამწყვეტი საგოლე პასიც გააკეთა. თავის მხრივ, კარგად ითამაშა ლეო მესიმ, რომელმაც მეტოქის კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად, რამდენიმე გამოცემამ ტურის სიმბოლურში რონალდო დაასახელა და მესი არა (მაგალითად, "გოლ.კომ"-მა). ჩვენს "ტურნირში" პორტუგალიელსაც და არგენტინელსაც ქულა მივანიჭეთ. 12:7 - წინ ისევ მესია.

იცით თუ არა, რომ...
* გონსალო იგუაინმა ლა ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.
* ლეო მესიმ თავისივე რეკორდული სერია კიდევ უფრო გაზარდა - ზედიზედ 15 ტურში გაიტანა.
* "რეალ სოსიედადმა" 2001 წლის მერე პირველად მოიგო ბასკური დერბი ბილბაოში.

ტურის ფრაზები
მარსელო ბიელსა: "ტრაბახი და იმის თქმა არ მინდა, რომ მაგარი ვარ, მაგრამ ასეთ რთულ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა გამოსავალიც მომიძებნია. 30 წელიწადია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ისე კი, გუნდის სუსტ შედეგებზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მე ვარ", - "ბილბაოს" თავკაცი, რომელსაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

მანოლო ხიმენესი: "ბოლო ტურებში მსაჯები ძალიან გვაზარალებენ", -
"სარაგოსას" თავკაცი მსაჯებს შემოსწყრა.

აიტორ კარანკა: "რაც შეეხება დი მარიას, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დი მარია კლასიკოს გამოტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ თამაშს 11 კაცით დავამთავრებთ", -
ჟოზე მოურინიოს ასისტენტი არგენტინელ ფეხბურთელს შემოსწყრა.

უნაი ემერი: "აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზანთან ახლოს ვიყავით", -
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი არ აჭარბებს.

ტურის მსხვერპლ(ნ)ი
აპონიო
(სარაგოსა)
რიკარდო კოშტა (ვალენსია)

არაგონულ-ვალენსიური დაპირისპირება მეტად ტრავმიანი გამოდგა. აპონიოს გასვლის მერე მასპინძლებმა ინიციატივაც დათმეს და კინაღამ მატჩიც.

ტურის საუკეთესო გოლი
ხორდი ამატი (რაიო ვალეკანო) "ვალიადოლიდის" კარში

ტურის საუკეთესო პასი
დავიდ ზურუტუზა (რეალ სოსიედადი) საგოლე პასი კარლოს ველას.

ტურის სტატისტიკა
30 გოლი ტურში (3 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი, 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ჟონასი (ვალენსია), ადრიან კოლუნგა (ხეტაფე)
ხორხე მოლინამ (ბეტისი) ვერ გაიტანა პენალტი "მალაგას" კარში.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტე (ბილბაო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 57 629 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 921 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 21 - ბეტისი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ბეტისი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - მალიორკა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - ბეტისი, ბილბაო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 67% - ბარსელონა

ტურის სიმბოლური ნაკრები
ლელოს ვერსიით. 3-4-3

Sportall.Ge
ლეო მესი მე-19-ედ არის ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო კრიშტიანო რონალდო - მე-11-ად მოხვდა რჩეულთა შორის. ოთხი კი დებიუტანტია. საოცარია, მაგრამ მათ შორის "ვალენსიას" ბრაზილიელი შემტევი ჟონასიცაა.

მე-12 ფეხბურთელი: ხუან კარლოსი (ბეტისი)

ტურის გმირი
მასუდ შოჯაეი (ოსასუნა)

არა მხოლოდ იმიტომ, რომ სტუმრად "ლევანტეს" კარში გადამწყვეტ დროს გაიტანა. პამპლონის "ოსასუნას" 29 წლის ირანელმა ლეგიონერი ძალიან მძიმე ტრავმის შემდეგ ცდილობს სრულფასოვნად დაუბრუნდეს მაღალი დონის ფეხბურთს და ნელ-ნელა ეს მას გამოსდის. წინა სეზონი მან მთლიანად გამოტოვა.

ბომბარდირები
38 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
24- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
47 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

1 მარტი
ხეტაფე-სარაგოსა.

2 მარტი
რეალი-ბარსელონა, დეპორტივო-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ბილბაო, ვალენსია-ლევანტე.

3 მარტი
გრანადა-მალიორკა, ესპანიოლი-ვალიადოლიდი, მალაგა-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ბეტისი.

4 მარტი
სევილია-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXV ტური: ალეგრი - "ბარსას" ალერგიის წამალი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული