სესკ ფაბრეგასი: ორი უმთავრესი ტიტულისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შედეგი არანაირად აისახება "მილანთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაზე.

მადრიდში გამართულ ესპანეთის სამეფო თასის პირველ მატჩში "რეალი" "ბარსელონასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა; 26 თებერვალს, საპასუხო შეხვედრაში კი კრიშტიანო რონალდოს დუბლითა და რაფაელ ვარანის გოლით 3:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

"ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ორი მთავარი ტიტულისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ ვაგრძელებთ და არ უნდა გავჩერდეთ.

"მილანთან" თამაშს საერთო "რეალთან" მატჩთან არაფერი ექნება. ეს ორი სხვადასხვა ტურნირია. მე
მჯერა ჩვენი გუნდის",
- აქვეყნებს სესკის ნათქვამს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი 12 მარტს "კამპ ნოუზე" გაიმართება. პირველი შეხვედრა "სან-სიროზე" მასპინძელ იტალიელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ასევე იხილეთ:

ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]
მილანი-ბარსელონა 2:0 - კატალონიელთა მიწიერი სახე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული