"ტიტო ვილანოვას ასისტენტების საქმეს კარგად ვხედავ და მათ დამცირებას არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტია, ჩვენს გუნდს ძალიან აკლია მთავარი მწვრთნელის ხელი. ტიტო ვილანოვა ჩვენი მთავარი მწვრთნელია და მის გარეშე გვიჭირს. ამ კვირაში აუცილებლად ჩავაკითხავ და გავიგებ, როგორ გრძნობს თავს. უპირველესად, გვსურს, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფეხბურთი", - განაცხადა როსელმა.
რაც შეეხება "რეალთან" 1:3 მარცხს და სათასო ბატალიიდან
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს "ბარსელონამ" სათასო კლასიკო 1:3 წააგო "რეალთან" (ორი მატჩის ჯამში 2:4) და "სამეფო თასის" გათამაშებას დაემშვიდობა.
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-რეალი 1:3 - "სამეფო კლუბი" სამეფო თასის ფინალშია [VIDEO]