მადრიდის "რეალთან" 1:3 მარცხის შემდეგ, რომელშიც მესიმ ძალიან ცუდად ითამაშა, არგენტინელმა ფორვარდმა "ბარსას" ვარჯიში გააცდინა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კლუბს ამის თაობაზე განმარტების გაკეთებაც დასჭირდა.
25 წლის მესის ვარჯიშზე არ მისვლის მიზეზი გრიპია და მეტი არაფერი, ის არც ტრავმირებულია და არც რაიმე სახის უთანხმოებას აქვს ადგილი.
"ლეო მესი არ იყო "სიუტატ ესპორტივაზე" გუნდის დილის ვარჯიშზე. ფეხბურთელი გაცივდა და თავს შეუძლოდ გრძნობს", - ვკითხულობთ "ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში მესი 25
ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: ლიონელ მესის შესაძლებლობებში დაეჭვება როგორ შეიძლება?!