ლეო მესიმ "ბარსელონას" ვარჯიში გააცდინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გუნდის ვარჯიში გააცდინა.

მადრიდის "რეალთან" 1:3 მარცხის შემდეგ, რომელშიც მესიმ ძალიან ცუდად ითამაშა, არგენტინელმა ფორვარდმა "ბარსას" ვარჯიში გააცდინა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კლუბს ამის თაობაზე განმარტების გაკეთებაც დასჭირდა.

25 წლის მესის ვარჯიშზე არ მისვლის მიზეზი გრიპია და მეტი არაფერი, ის არც ტრავმირებულია და არც რაიმე სახის უთანხმოებას აქვს ადგილი.

"ლეო მესი არ იყო "სიუტატ ესპორტივაზე" გუნდის დილის ვარჯიშზე. ფეხბურთელი გაცივდა და თავს შეუძლოდ გრძნობს", - ვკითხულობთ "ბარსელონას" ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში მესი 25
მატჩში 38 გოლით ერთპიროვნული ბომბარდირია, მან ბოლო 15 ტურში გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: ლიონელ მესის შესაძლებლობებში დაეჭვება როგორ შეიძლება?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული