სანდრო როსელი ნიუ იორკში ტიტო ვილანოვას შეხვდა

AutoSharing Option
28 თებერვალს "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ნიუ იორკში გაფრინდნენ.

კლუბის ბოსები იქ სამკურნალოდ მყოფ ტიტო ვილანოვას შეხვდნენ. ტიტო ქიმიო-თერაპიის კურსს გადის ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში. "ჩვენ ესპანეთის თასიდან გამოვვარდით, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგასა და ეროვნულ ჩემპიონატში. ყოველთვის ვამბობდით, რომ ესპანეთის ჩემპიონობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ეს ტურნირი მოიგე შენ", - უთხრა როსელმა ვილანოვას.

კულუარული ცნობებით, პრეზიდენტი მხოლოდ მოსაკითხად არ ესტუმრა მთავარ მწვრთნელს. მისი ასისტენტი ჟორდი როურა აშკარად ვერ უმკლავდება საქმეს და როსელმაც მოსინჯა ნიადაგი, იქნებ ტიტოს
შეუძლია, უფრო მალე დაუბრუნდეს კლუბს, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო.

ასევე იხილეთ:
სანდრო როსელი: ჩვენ ძალიან გვაკლია ტიტო ვილანოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული