რონალდო პოკერის შემდეგაც თავმდაბალია

AutoSharing Option
რეალის”  პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარი თამაში "რასინგთან” 6-1 მოგებულ მატჩში თავმდაბლად შეაფასა. არადა, რონალდომ იმ თამაშში პოკერი შეასრულა.

”მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 4 გოლი ერთ შეხვედრაში აქამდე არასდროს გამიტანია [იხილეთ გოლები]. სხვათაშორის, დღევანდელი დღე გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე თანაგუნდელთა დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ჩემზე უკეთაც კი ითამაშა”, - აცხადებს 25 წლის პორტუგალიელი.

ბოლოს რონალდომ ზუსტად გაიმეორა ”რეალის” ხელმძღვანელის ჟოზე მოურინიოს სიტყვები, რომელმაც ესპანური გრანდის გულშემატკივრებს მოუწოდა, ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში კ
არგი სტარტის გამო განდიდების მანია არ შეპყროდათ: ”სეზონის ბოლომდე უამრავი დრო რჩება. არ შეიძლება ეიფორიაში ჩავვარდეთ, ჟოზეს სრულიად ვეთანხმები”.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული