კარგი თამაშები გველის კვირას "მალაგასა" და "ატლეტიკოს" შორის, ასევე "რეალ სოსიედადსა" და "ბეტისს" შორის, ეს გუნდები ევროსაგზურებს ეთამაშებიან, მაგრამ მთავარი ისევ ის სიუჟეტია, რომელიც ამ კვირაში ლაიტმოტივად მიჰყვებოდა ესპანურსა და მთლიანად ესპანურ ფეხბურთს - "ელ კლასიკო"!
ახლა უკვე მადრიდში და უკვე ლა ლიგაში. "ბარსელონა" მოულოდნელად თავს დამტყდარ კრიზისშია და იქიდან გამოსასვლელად "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონურად"
ბოლო ცნობებით ეს კლასიკო შეიძლება იმითაც იყოს გამორჩეული, რომ მას მთავარი გმირები დააკლდნენ.
სამეფო კლუბის უპირატესობით
შაბათის კლასიკოს შესაძლოა, ნაკლები სატურნირო დატვირთვა აქვს, რადგან "რეალი" უკვე 16 ქულით ჩამორჩება "ბარსელონას", მაგრამ კლასიკო მაინც კლასიკოა, თანაც "ბარსელონა" ახლა ისეთ სიტუაციაშია, როცა დანარჩენი მსოფლიოში კიდევ ერთხელ უწევს დამტკიცება.
არც ის გვგონია, რომ ჟოზე მოურინიოს საშინაო მარცხისთვის "რეალის" ხელმძღვანელობამ თავზე ხელი გადაუსვას.
თუმცა, შეიძლება მართლაც დავრჩეთ მთავარი მოქმედი გმირების გარეშე - ლეო მესი გაცივებულია, ხოლო კრიშტიანო რონალდოს დასვენებას აპირებს პორტუგალიელი თავკაცი, რადგან მალე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გადამწყვეტი დაპირისპირებაა.
ლა ლიგაში ეს გუნდები 165-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 69 გამარჯვება "რეალმა" მოიპოვა, ხოლო 64 შემთხვევაში "ბარსელონამ" მოიგო, 32 თამაში ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდებაც "რეალის" სასარგებლოდაა - 268:258.
ლა ლიგა. XXVI ტური
1 მარტი
ხეტაფე-სარაგოსა 2:0
2 მარტი
რეალი-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: დი მარია (რეალი)
ტრავმა: კასილიასი, ბენზემა, ალონსო (?), რონალდო (?) - აბიდალი, მესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 თამაში: +14=16-22, (69-89)
დეპორტივო-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაურე, აიტამი - ლაბაკა, როდრი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=6-3, (23-14)
ოსასუნა-ბილბაო 23:00
დისკვალიფიკაცია: მუნიაინი (ბილბ)
ტრავმა: სისი, რიესგო - გურპეგი, პერესი, გალარეტა, ეკიზა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=9-12, (31-38)
ვალენსია-ლევანტე 01:00
დისკვალიფიკაცია: სისოკო, ბანეგა (ვალ)
ტრავმა: ვიერა, რამი, ბარაგანი, კოშტა - ელ-ჟარი, ლელი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=4-2, (23-9)
3 მარტი
გრანადა-მალიორკა 15:00
დისკვალიფიკაცია: ნიომი (გრან)
ტრავმა: ფ. რიკო, ბენიტესი - ბიგასი, ლოპესი, ჟ. ვიქტორი, არისმენდი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (4-3)
ესპანიოლი-ვალიადოლიდი 20:00
დისკვალიფიკაცია: სტუანი (ესპ)
ტრავმა: ბაენა, ვაკასო - ვალიენტე, ებერტი, პერესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +12=10-7, (32-20)
მალაგა-ატლეტიკო 22:00
დისკვალიფიკაცია: კამაჩო - გაბი
ტრავმა: ელიზეუ, გამესი - კოშტა (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=3-10, (23-32)
სოსიედადი-ბეტისი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ელუსტონდო - სევილია, ჩიკა (?), ვილარჩაო, პერესი, კასტრო (?), პოსუელო (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=9-12, (26-36)
4 მარტი
სევილია-სელტა 00:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეროტი, პალოპი, ტროხოვსკი, რაბელიო, სისინიო (?) - ტუნიესი (?), მალიო, ლიორკა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=3-11, (21-26)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 38 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - არიც ადურისი (ბილბაო), რუბენ კასტრო (ბეტისი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო "ბარსელონასთან" მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს