ლა ლიგა. XXVI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: მარკიზის ფიცის გვწამს, მაგრამ...

AutoSharing Option
დღეს ლა ლიგის ტურის მოკლე შეჯამებას შემოგთავაზებთ. ამიტომაც კლასიკოს იქით ბატალიებს არ გავცდებით. მოგეხსენებათ, მადრიდში ჟოზე მოურინიოს "რეალმა" 2:1 დაამარცხა რეალურად უმწვრთნელოდ მყოფი "ბარსელონა".

ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე აღფრთოვანებული იყო, "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა გამოკეთდაო. ფიცი გვწამს, მაგრამ კლასიკო გვაკვირვებს, ბატონო მარკიზო...

დათბა?
ჩვენ აქ ყურადღებას მხოლოდ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მივაქცევთ და თავად განსაჯეთ, რამდენად "დათბა" ურთიერთობა "რეალსა" და"ბარსელონას" ფეხბურთელებს, გნებავთ, კლუბებს შორის.

სათასო კლასიკო იყო, პეპემ "კამპ ნოუზე" მინი-პროვოკაცია რომ მოაწყო და
ლამის ნახევარი "ბარსა" მის საცემრად იწევდა. ჩემპიონატში კი ბოლო წუთებზე აირია მონასტერი. არც ისე დიდი ხნის ამბავია ჩაბი ალონსოსა და ლეო მესის დაპირისპირება მოედანზე.

ამ ტურში მოხდა (როგორც ზოგიერთი ესპანური გამოცემა ამტკიცებს) უსიამოვნო ინციდენტი დანი ალვეშთან დაკავშირებით - "რეალის" ფანები მის "საპატივცემულოდ" მაიმუნის ხმებს გამოსცემდნენ, ხოლო მოურინიომ ბრაზილიელს "ნაბიჭვარი" უწოდა.

სულ ახალი ამბავია - ჩავიმ სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მიღებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მისი პარტნიორი ჩაბი ალონსო უნდა ყოფილიყო. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ამ ორ ფეხბურთელს მეგობრობაც კი აკავშირებდა, ახლა კი...

მოკლედ, ან დელ ბოსკეს სასურველი რეალურად ეჩვენება, ანაც ადრე ესპანეთის ნაკრებში საოცრებები ხდებოდა და იმასთან შედარებით, შესაძლოა, მართლაც "დათბა".

მესი vs რონი
ლიონელ მესიმ "რეალთან" 1:2 წაგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან 2-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერვე ზუსტად, გაიტანა გოლი. მის წინააღმდეგ ერთხელ იუხეშეს, ხოლო თავად 2-ჯერ დაარღვია თამაშის წესი.

კრიშტიანო რონალდომ "ბარსელონასთან" 2:1 მოგებულ მატჩში 32 წუთი ითამაშა. მან კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად. მის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს, თავად კი ერთხელ დაარღვია თამაშის წესი.

ერთი შეხედვით, ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა ჩვენი მხრიდან, მაგრამ გოლის ვერგამტანი ფეხბურთელი ვარჩიეთ, რადგან რონალდოს გამოსვლა გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩში, მაშინ, როცა მესის გოლის ეპიზოდის გარდა, თავი არაფრით გამოუჩენია. 12:8 - წინ ისევ მესია.

იცით თუ არა, რომ...
* ლიონელ მესიმ ზედიზედ მე-16 ტურში გაიტანა. ლეოს ანგარიშზე სეზონში 50 გოლია (39 ლა ლიგაში).
* ზედიზედ ორი კლასიკო "ბარსელონამ" ბოლოს ხუთი წლის წინათ წააგო.
* კრიშტიანომ ზედიზედ მეორე ტურში არ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.

ტურის საუკეთესო გოლი
მარკელ სუსაეტა (ბილბაო) "ოსასუნას" კარში

ტურის საუკეთესო პასი
იბაი გომესი (ბილბაო) საგოლე პასი მარკელ სუსაეტას.

ტურის სტატისტიკა
29 გოლი ტურში (2,9 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 4 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი, 4 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: ალვარო ნეგრედო (სევილია)
დუბლი: დორლან პაბონი (ბეტისი)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტე (ბილბაო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 83 500 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 19 - ვალენსია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - რეალ სოსიედადი, ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - რეალი
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - რეალ სოსიედადი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 8 - სევილია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 69% - ვალენსია

Sportall.Ge

უცნაური სიმბოლურია იმ მხრივ, რომ არც ლეო მესი და არც კრიშტიანო რონალდო რჩეულ 11-ეულში არ მოხვდნენ. გვყავს ორი დებიუტანტი - "მალიორკას" მექსიკელი შემტევი ჯოვანი დოს სანტოსი და "ბეტისიდან" დუბლის ავტორი დორლან პაბონი.

მე-12 ფეხბურთელი: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ტურის გმირი
ალვარო ნეგრედო (სევილია)

ტურის ერთადერთი ჰეთ თრიკის ავტორი ესპანეთის ნაკრების 28 წლის ფორვარდი იყო. ნეგრედომ გოლებით ლომის წილი დაიდო "სევილიას" გამარჯვებაში. ალვაროს ანგარიშზე უკვე 13 გოლია.

ბომბარდირები
39 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
24- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი
52 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური
8 მარტი
ბეტისი-ოსასუნა.

9 მარტი
რაიო ვალეკანო-ესპანიოლი, ვალიადოლიდი-მალაგა, ბარსელონა-დეპორტივო, მალიორკა-სევილია.

10 მარტი:
ბილბაო-ვალენსია, ლევანტე-ხეტაფე, სელტა-რეალი, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი.

11 მარტი:
სარაგოსა-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XXVI ტური: ესპანური კურიოზი - ლიდერი შავ დღეშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული