ალფრედო დი სტეფანო: ესპანური პრესა ჟოზე მოურინიოს გადაყენებას ცდილობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდა და საპატიო პრეზიდენტი ალფრედო დი სტეფანო მიიჩნევს, რომ ესპანური მედია ჩასაფრებულია და ჟოზე მოურინიოს მოხსნა აქვს გულში ამოჭრილი.

ამასთან, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიო კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით სარგებლობს და თავადაც დიდი სურვილი აქვს, მომავალშიც ის იყოს "სამეფო კლუბის" მესაჭე.

"ესპანური მედია მთელი ძალებით ცდილობს ჟოზე მოურინიოს გადაყენებას, მაგრამ ჟოზეს მხარს კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები უჭერენ. არ ვიცი, რას ერჩიან, რატომ არ ესიმპათიურებათ. ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად უწევთ მოურინიოს გამო წვალება. ამას იმიტომ ვამბობ ღიად, რომ მსურს,
მომავალ სეზონშიც "რეალი" მან გაწვრთნას. როცა კონტრაქტი დაუსრულდება, ჟოზეს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ"
, - განაცხადა დი სტეფანომ.

ასევე იხილეთ:
მესი - ამ საუკუნის დი სტეფანო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული