არიგო საკი: გვარდიოლას გარეშე ვერც "ბარსელონა" ბრწყინავს და ვერც მესი

AutoSharing Option
იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი "ბარსელონას" დღევანდელ მდგომარეობას განიხილავს.

მისი აზრით, ყველაფრის თავი და თავი ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან წასვლაა, მის გარეშე ვერც "ბარსა" ბრწყინავს და ვერც ლიონელ მესი.

"ბოლო დროს "ბარსელონა" ჩემზე შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს. გუნდს ვეღარ იცნობ. "მილანთან" მატჩში ესპანელებს ის უპირატესობა ექნებათ, რომ მეტოქეს შეიძლება მაინც შეეშინდეს მათი. ხოსეპ გვარდიოლას სახით გუნდმა ნამდვილი ლიდერი დაკარგა. ამასთან, გუნდი ეროვნულ პირველობაზე ხშირად იოლად იმარჯვებს და ეს ცუდ როლს თამაშობს. "ბარსა" მოეშვა. ასეთი თამაშით კი თვით ლიონელ მესი არ არის ძალიან საშიში
მეტოქე გუნდებისთვის"
, - განაცხადა საკიმ.

ასევე იხილეთ:
არიგო საკი: იმისთვის, რომ კარგი ჟოკეი გამოხვიდე, აუცილებელი არ არის, ჯერ ცხენი იყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი მაგარია ეს ამ სეზონში ნათლად გამოჩნდა
messi ika
12:28 04-05-2013
0

სიახლეები პოპულარული