ჟოზე მოურინიო "რეალში" რჩება, მაგრამ პრესკონფერენციებს ვეღარ გააცდენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ესპანურ პრესას უმტკიცებს, რომ ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონშიც მადრიდის "რეალს" გაწვრთნის.

წყაროს ინფორმაციით, ამის შესახენ ფლორენტინო პერესმა და სხვა ხელმძღვანელებმა საბოლოო გადაწყვეტილება გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ მიიღეს.

ამბობენ, თავად მოურინიომაც დარჩენა გადაწყვიტაო. შეგახსენებთ, რომ ჟოზეს "რეალთან" კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ადრე გავრცელებული ხმებით, პორტუგალიელი სეზონის ბოლოს მიდიოდა.

ამასობაში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა და მალე სავალდებულოს გახდის პროტოკოლს, რომელიც უეფას და პრემიერლიგის პროტოკოლის ანალოგიურია - ამიერიდან, მწვრთნელებს პრესკონფერენციების იგნორირების უფლება არ ექნებათ. ეს რა
თქმა უნდა, პირველ რიგში ჟოზე მოურინიოს ეხება.

ასევე იხილეთ:
ალფრედო დი სტეფანო: ესპანური პრესა ჟოზე მოურინიოს გადაყენებას ცდილობს




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული