"ბარსელონამ" კარი მშრალად შეინახა, მესიმ რეკორდი გააუმჯობესა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში "კამპ ნოუზე" "დეპორტივო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ამით მასპინძლებმა 13-მატჩიანი სერია შეწყვიტეს, რომლის განმავლობაში შეხვედრას საკუთარ კარში გოლის გარეშე ვერ ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სერია "ბარსელონასთვის" 1962 წლიდან ყველაზე ცუდია.

ბოლოს "ბარსელონამ" კარი მშრალად 11 იანვარს ესპანეთის თასზე "კორდობასთან" (5:0) შეხვედრაში შეინახა.

გარდა ამისა, მასპინძელთა არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი "დეპორტივოსთან" შეხვედრაში 88-ე წუთზე გამოირჩა და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 მატჩში გაიტანა გოლი.

მესის გოლის გასატანდ 26 წუთი დასჭირდა. ფეხბურთელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. პირველი გოლი
სტუმრების კარში საკუთრ ანგარიშზე 38-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ მესის რეკორდამდე ყველაზე მაღალი ნიშნული ლა ლიგაში ზედიზედ 10 მატჩში გატანა იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ მესის მიერ გატანილი გოლი ზედიზედ მე-17 შეხვედრაში მსოფლიოს ახალი რეკორდია. აქამდე რეკორდი პოლონური ხოჟუვის "რუხის" ფეხბურთელის  თეოდორ პევტერიკს მაჩვენებელი იყო, რომელმაც 1937/38 წლებში ზედიზედ 16 შეხვედრაში გაიტანა.

VideoSportall.Ge
ბარსელონა - დეპორტივო 2:0


მომზადებულია Infostrada-სა Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანთან 2 უნდა შეაგდოს!
0
მილანთან 2 უნდა შეაგდოს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული