ლა ლიგა. XXVII ტური: ლიონელ მესის მსოფლიო რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" უცნაურმა დროებითმა თავკაცმა ჟორდი როურამ, თავისდა უნებურად, ყველაფერი გააკეთა, რომ ლეო მესის ზედიზედ მე-17 ტურში თავი არ გამოეჩინა - არგენტინელი სკამზე დასვა და მხოლოდ ბოლო ნახევარი საათი დაუთმო.

თუმცა მესის გენიას ესეც ეყო - მატჩის მიწურულს მან კედელი გაითამაშა ალექსის სანჩესთან და ბურთი თავზე გადაუგდო მეკარე არანსუბიას.

შემდეგ გაირკვა, რომ მესის მსოფლიოს რეკორდი დაუმყარებია, რადგან ბოლო ასეთი შემთხვევა 30-იანი წლების პოლონეთში ფიქსირდება - მაშინ ფეხბურთელმა ზედიზედ 16 ტურის განმავლობაში გაიტანა.

"ბარსამ" კი "დეპორტივოს" ზუსტად იმ ანგარიშით მოუგო, როგორიც "მილანთან"
სჭირდება მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად...

VideoSportall.Ge
ბარსელონა - დეპორტივო 2:0


მისია შესრულებულია, ახალი მისია - დასახული
27-ე ტურის სასტარტო მატჩი კინაღამ ჩაიშალა, რადგან სევილიაში გადაუღებელმა წვიმამ "ბენიტო ვილიამინი" ტბორად აქცია.

თამაში პამპლონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და, აგერ, უკვე მერამდენედ, "ოსასუნა" მსაჯებისგან დაიჩაგრა - პირველ ტაიმში ანტონიო ამაიამ ხელით ითამაშა, მაგრამ ერნანდეს ერნანდესმა ეს ვერ შეამჩნია და პენალტი არ დანიშნა.

"ბეტისი" ხორხე მოლინამ თავურით დააწინაურა, რომელიც კემპბელის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა.

მეორე ტაიმში "ოსასუნამაც" ფლანგური ჩაწოდების შედეგად გაათანაბრა. თავი ჩილელმა ფრანსისკო "გატო" სილვამ გამოიჩინა. სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ შეცდნენ და მწვავე კონტრშეტევა მიიღეს, რომელიც მომჯობინებულმა რუბენ კასტრომ გამარჯვების გოლით (მე-13 გოლი სეზონში) დაასრულა.

სტუმრებმა თამაში 10 კაცით ჩაამთავრეს - გოლის ავტორი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის გაუძევეს.

პეპე მელი (ბეტისი): "ახლა, როცა ერთი ამოცანა შევასრულეთ (ლიგაში დარჩენას ვგულისხმობ), სულ სხვა მიზანს ვისახავთ - ვალენსიაში მოსაგებად წავალთ, რადგან ეს გუნდი ევროთასების საგზურისთვის ჩვენი უშუალო მეტოქეა".

ხოსე ლუის მენდილიბარი (ოსასუნა): "ფეხბურთში უკეთ თამაში (არადა, დღეს უკეთ ვითამაშეთ) არ ითვლება, მთავარი გოლებია".

ლეო VS ლეო არ იქნება
შარშან "რაიო ვალეკანო" ბოლო ტურის უკანასკნელ წუთზე გატანილის წყალობით დარჩა ესპანური ფეხბურთის ელიტაში. წლევანდელი სეზონი კი ამის საპირისპიროა - 11 ტურით ადრე "ელვებმა" იმდენი ქულა მოაგროვეს, რომ პრაქტიკულად გაინაღდეს დარჩენა.

ამ თამაშში მადრიდელები ერთი თავით სჯობდნენ "ესპანიოლს". რომ არა ფრანსისკო კასილიას კარგი თამაში, მეტი ანგარიშითაც მოიგებდნენ, მაგრამ სწორედ "ესპანიოლის" გოლკიპერის კისერზეა მეორე გოლი. მეკარემ ნაადრევად დატოვა კარი, პიტიმ კი ფიგუერასის შორეული პასის წყალობით სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

ეს მეორე ტაიმში მოხდა, პირველში კი, ლეო კარილიო ბაპტიშტაოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ალეხანდრო "ჩორი" დომინგესმა გახსნა ანგარიში.

დასანანია, რომ 20 წლის კარილიომ (დროის გაყვანისთვის) ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს, "ბარსას" წინააღმდეგ გამოტოვებს. არადა, ბრაზილიელი ლეო არგენტინელი ლეოს წინააღმდეგ კარგი სანახავი იქნებოდა.

პაკო ხემესი (რაიო ვალეკანო): "გამარჯვებაზე მეტად ის მიხარია, თუ როგორ მივაღწიეთ ამას. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია დიდ მიზნებზე ფიქრი, "კამპ ნოუზე" კი მოსაგებად გავალთ".

ხავიერ აგირე (ესპანიოლი): "ეს იყო ჩვენი უცუდესი მატჩი სეზონში".

როცა ორივე მხარე კმაყოფილია
მანუელ პელეგრინის არ დავიწყებია, რომ ოთხშაბათს "მალაგას" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება ელის "პორტუსთან". ამიტომ ისკო და ხოაკინი სასტარტოში ვერ მოხვდნენ. ამის მიუხედავად, სტუმრები მალე დაწინაურდნენ - ლუკას პიაზონის ჩაწოდებულს თავი მარტინ დემიკელისმა დაუხვედრა.

ტაიმის მიწურულს ანგოლელმა მანუჩომ თავურით გაათანაბრა. მეორე ტაიმში კოკისპირულმა წვიმამ მოედანი იავარყო. უფრო ტექნიკურ "მალაგას" გაუჭირდა, ხოლო "ვალიადოლიდმა" გამარჯვების სამი ერთმანეთზე უკეთესი შანსი გაუშვა ხელიდან.

მიროსლავ ჯუკიჩი (ვალიადოლიდი): "გუნდს პოზიტიურ დინამიკას ვატყობ. ჩვენ ძალიან მაგარ გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ, ბოლოს კი გამარჯვების უკეთესი შანსიც გვქონდა".

მანუელ პელეგრინი (მალაგა): "გუნდის შემართებით კმაყოფილი დავრჩი, ანგარიში კი სამართლიანია".

ყველგან წვიმდა, ბარსა დარჩა მშრალი
ჟორდი როურამ ტიტო ვილანოვასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა შემადგენლობის გადახალისება. ასე აღმოჩნდნენ სათადარიგოთა სკამზე ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და მესი.

პირველი ტაიმი ნამდვილი ცალკარა იყო, თუმცა "ბარსას" უამრავი შანსიდან გოლი მხოლოდ ერთხელ "გამოცხვა" - დანი ალვეშის ჩაწოდებულს ალექსის სანჩესი დაუხვდა. ეს ჩილელის მხოლოდ მეორე გოლია სეზონში.

მეორე ტაიმი "ბარსამ" დუნედ დაიწყო. ამიტომაც მოედანზე ინიესტა და მესი ვიხილეთ. ამ დუეტმა მალე გოლი შექმნა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო ის არ ჩათვლილა. მატჩის მიწურულს კი ლეომ თავისი მაინც გაიტანა.

2-თვიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონამ" პირველად შეინახა კარი მშრალად, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი იყო - "დეპორტივოს" პინტოს კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს.

ხოსე პინტო "ბარსას" ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა ლა ლიგის მატჩებში - შაბათს ის 37 წლისა და 121 დღის იყო.

ჟორდი როურა (ბარსელონა): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი გაგვიჭირდა. არა მგონია, რომ "მილანთანაც" იგივე სცენარით განვითარდეს მოვლენები, სხვადასხვა ტურნირია და სულ სხვადასხვა სიტუაცია. ყველა მოთამაშის გარჯით კმაყოფილი ვარ, მათ შორის - სესკის, რომელიც ბევრმა გააკრიტიკა".

ფერნანდო ვასკესი (დეპორტივო): "ჩვენ ვერ შევძელით "ბარსელონასთვის" რაიმე ზიანის მიყენება".

კრიშტიანოს დუბლით
სხვა მატჩებში: ალეხანდრო ალფაროს დუბლის და ჯოვანი დოს სანტოსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "მალიორკამ" 2:1 დაამარცხა "სევილია", თუმცა გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია.

შეცვლაზე შესულმა იკერ მუნიაინმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა "ვალენსიას" - 1:0.

"რეალმა" სტუმრად 2:1 მოუგო "სელტას". აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ექპერიმენტული ერქვა, დუბლი კი კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზეა.

VideoSportall.Ge
სელტა - რეალი 1:2


ვალენსიაში "ლევანტემ" და "ხეტაფემ" უგოლო და უგულო ფრე ითამაშეს.

ლა ლიგა. XXVII ტური
ბეტისი-ოსასუნა 2:1
გოლები: 1:0 მოლინა (19), 1:1 ფ. სილვა (74), 2:1 რ. კასტრო (79)
ბეტისი (4-2-3-1): ადრიანი - ა. ლოპესი, ამაია, პაულაუ, ნაჩო - ბენიატი (77. პაბონი (86. ფაუსტო)), კანიასი - კემპბელი (63. ნონო), რ. კასტრო, ხუან კარლოსი - მოლინა.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია - ლოლო, ოიერი (46. სეხუდო) - არმენტეროსი, ფ. სილვა, დე ლას კუევასი (81. ნინო) - კიკე სოლა (46. მასუდი).
გაფრთხილება: ნაჩო, კარლოსი, ბენიატი, პაულაუ, ნონო - ოიერი, დამია, არმენტეროსი, არიბასი
გაძევება: ფ. სილვა (90)
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-17 (5-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 33 000

ვალეკანო-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 ა. დომინგესი (9), 2:0 პიტი (77)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, გალვესი, ფიგუერასი, კასადო (67. არბილია) - ფუეგო (84. ადრიანი), ტრაშორასი - ლ. ბანგურა (42. ხოსე კარლოსი), ა. დომინგესი, პიტი - ლეო კარილიო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, მორენო, კაპდევილა - ფორლინი, ვ. სანჩესი (46. ვაკასო) - ალფონსო (46. ვერდიუ), სტუანი, სიმაო (70. პეტროვი) - ს. გარსია.
გაფრთხილება: კასადო, დომინგესი, ფუეგო, ლეო - სტუანი, სიმაო, სანჩესი, ლოპესი, გარსია
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-15 (9-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 12 000

ვალიადოლიდი-მალაგა 1:1
გოლები: 0:1 დემიკელისი (8), 1:1 მანუჩო (41)
ვალიადოლიდი (4-2-3-1): დ. ერნანდესი - რუკავინა, სერენო, რუედა, ბალენსიაგა - რუბიო, სასტრე - დ. ლარსონი (60. რამა), ბუენო (57. ოსკარი), ომარი - მანუჩო.
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, ლუგანო, დემიკელისი, ანტუნეში - დუდა (68. ისკო), იტურა, ნაჩო კამაჩო, პიაზონი (76. მორალესი) - სავიოლა (63. სება ფერნანდესი), სანტა კრუსი.
გაფრთხილება: ბალენსიაგა - იტურა
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-6 (4-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000

ბარსელონა-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (38), 2:0 მესი (88)
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო - ტ. ალკანტარა (66. ინიესტა), სონგი, ფაბრეგასი (74. ბუსკეტსი) - ტელიო, ვილია (61. მესი), ა. სანჩესი.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, ინსუა, სილვიო - პ. ასუნსაო (76. ხ. დომინგესი), აგილარი - გამა, ვალერონი (61. კამუნიასი), პიცი - ოლივეირა (71. სალომაო)
გაფრთხილება: პუიოლი, სონგი - აგილარი
კუთხური: 2-0; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 12-4 (7-0); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 90 000

მალიორკა-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ალფარო (16), 1:1 ნეგრედო (61), 2:1 ალფარო (66)
მალიორკა (4-3-3): ავატე - ჰატონი, ნუნიეში, ბიგასი, კევინი - პინა, ტისონე, მარტი (73. ხ. მარკესი) - ალფარო (77. ჰემედი), ვიქტორი, ჯოვ. დოს სანტოსი (90. ნსუე).
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე (79. სისინიო), ფასიო, ბოტია (66. რეიესი), ფ. ნავარო - მედელი, კონდობია (50. ბ. დიავარა) - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, მორენო - ნეგრედო.
გაფრთხილება: ჰატონი, მარტი, დოს სანტოსი, მარკესი - მორენო, სისინიო
გაძევება: მარკესი (93)
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 23-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-17 (5-5); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 13 000

ბილბაო-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 მუნიაინი (79)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ლაპორტე, აურტენეჩე (59. მუნიაინი) - სან ხოსე, იურასპე - სუსაეტა, დე მარკოსი, ი. გომესი (75. ფ. ლორენტე) - ადურისი (86. ტოკერო).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რუისი (29. ალბელდა), მატიო, სისოკო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული, ბანეგა (80. ჟონასი), პიატი - ვალდესი (64. სოლდადო).
გაფრთხილება: იტურასპე - ვალდესი, პარეხო, მატიო, ალბელდა, ფეგული, სოლდადო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-16 (3-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 37 000

ლევანტე-ხეტაფე 0:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი - იბორა, დიოპი - რიოსი (56. ელ ჟარი), მიჩელი (70. როხერი), რუბენ გარსია - აკვაფრესკა (80. ხუანლუ).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, ფ. ფერნანდესი, ალექსისი, ესკუდერო (80. რაფა) - ხ. ტორესი, ლასენი - დ. კასტრო, ბარადა, გავილანი (58. ლაფიტა) - კოლუნგა (72. ა. ვასკესი).
გაფრთხილება: ლოპესი, რუბენი - მ. ტორესი, კოლუნგა, ალექსისი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-13 (5-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 13 000

სელტა-რეალი 1:2
გოლები: 0:1 რონალდო (61), 1:1 ასპასი (63), 1:2 რონალდო (72-პენ)
სელტა (4-1-4-1): ვარასი - ხონი, დემიდოვი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია - ა. ფერნანდესი, ა. ლოპესი (54. პრანიჩი), დე ლუკასი (60. ბერმეხო), კრონ-დელი (80. პარკი) - ასპასი.
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ესიენი, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ხედირა (46. ჩაბი ალონსო), მოდრიჩი - კალეხონი (65. კაკა), იოზილი, რონალდო - ბენზემა (65. იგუაინი).
გაფრთხილება: დე ლუკასი, ვარასი - ალბიოლი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 10-6; თამაშგარე: 0-12; კარში დარტყმა: 19-23 (10-11); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 28 000

ატლეტიკო-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ჩაბი პრიეტო (53)
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - არდა თურანი, კოკე (70. ადრიან ლოპესი), გაბი, კ. როდრიგესი (66. რაულ გარსია) - ფალკაო, დ. კოშტა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (90. ანსოტეგი) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (69. ესტრადა), გრიზმანი - ველა (81. აგირეჩე).
გაფრთხილება: თურანი, ხუანფრანი, გოდინი, კოშტა, ფალკაო - ველა, გონსალესი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 21-10 (3-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 47 500

11 მარტი
სარაგოსა-გრანადა 23:30

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 40 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - ალვარო ნეგრედო (სევილია); 13 - რუბენ კასტრო (ბეტისი), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

მომდევნო ტური
15 მარტი
დეპორტივო-სელტა.

16 მარტი
რეალ სოსიედადი-ვალიადოლიდი, ხეტაფე-ბილბაო, რეალი-მალიორკა, ვალენსია-ბეტისი.

17 მარტი
მალაგა-ესპანიოლი, სევილია-სარაგოსა, ოსასუნა-ატლეტიკო, ბარსელონა-რაიო ვალეკანო, გრანადა-ლევანტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" კარი მშრალად შეინახა, მესიმ რეკორდი გააუმჯობესა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული