დანი ალვეში: ლეო მესი ბოლო დროს თავჩაღუნული დადის და ცუდ განწყობაზეა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის ახლა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ "მილანთან" და "რეალთან" დაპირისპირებებში არგენტინელი ვერ ბრწყინავდა (თუმცა "რეალს" გოლი მაინც გაუტანა). ის შეცვლაზე შევიდა "დეპორტივოსთან" მატჩში და ზედიზედ მე-17 ტურში შეძლო თავის გამოჩენა.

"საერთო ჯამში, ლეო თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა არ მიყვარს რეალობის დამახინჯება: ნათელია, რომ ბოლო მატჩებში ის არ იყო სათანადო ფსიქოლოგიურ განწყობაზე. რატომ? არ მიყვარს ადამიანებისთვის პირადი სახის კითხვების დასმა, მით უმეტეს, როცა მას თავად ლაპარაკი არ სურს. მე შევამჩნიე, რომ ის
ისეთი აღარ არის, როგორც ადრე იყო, დადის თავჩაღუნული; მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ლეო ძლიერი ინდივიდუალისტია"
, - განაცხადა ალვეშმა.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონამ" კარი მშრალად შეინახა, მესიმ რეკორდი გააუმჯობესა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული