მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 28 წუთი ითამაშა "დეპორტივოსთან" 2:0 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ ერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ ერთხელ დაარღვიეს თამაშის წესი. მესი ერთხელ მოხვდა თამაშგარეში.
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სელტასთან" 2:1 მოგებულ მატჩში.
მიუხედავად იმისა, რომ მესიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (ზედიზედ 17 ტურში გაიტანა), ამ "დუელში" რონალდო ვარჩიეთ.
12:9 - წინ ისევ მესია, თუმცა უკვე ვეღარ იგებს დიდი უპირატესობით.
იცით თუ არა, რომ...
* ზედიზედ 16 გოლი ბოლოს 1937/38 წლების სეზონში პოლონეთში, ხოჟუვის "რუხის" ფორვარდმა თეოდორ პევტერიკმა გაიტანა. ლეო მესიმ ამ ტურში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 17 გოლი.
* კრიშტიანო რონალდოს 2013 წელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ევროპის ლიგებში - 18 გოლი.
თავის უფალი
ნიგერიელ ფორვარდ ობაფემი მარტინსს "ლევანტესთან" აღარაფერი აკავშირებს - 28 წლის ფეხბურთელმა 3-მილიონიანი კონტრაქტი გამოისყიდა და თავისუფალი აგენტი გახდა. სულ ცოტა ხანში ნიგერიელი "სიეტლ საუნდერსის" წევრი გახდება.
ტურის ფრაზები
ფერნანდო ვასკესი: "ჩვენ ვერ შევძელით "ბარსელონასთვის" რაიმე ზიანის მიყენება", - "დეპორტივოს" თავკაცი.
პაკო ხემესი: "გამარჯვებაზე მეტად ის მიხარია, თუ როგორ მივაღწიეთ ამას. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია დიდ მიზნებზე ფიქრი, "კამპ ნოუზე" კი მოსაგებად გავალთ", - "რაიო ვალეკანოს" მესაჭე უკვე დიდ გულზეა.
ხავიერ აგირე: "ეს იყო ჩვენი უცუდესი მატჩი სეზონში", - მექსიკელი "ესპანიოლის" 0:2 მარცხზე მადრიდში.
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ფეხბურთში უკეთ თამაში (არადა, დღეს უკეთ ვითამაშეთ) არ ითვლება. მთავარი გოლებია", - "ოსასუნას" თავკაცი.
უნაი ემერი: "იმისთვის, რომ ხესუს ნავასი შევინარჩუნო "სევილიაში", მზად ვარ, საწოლში ჩავუწვე მას, ოღონდ სხვა გუნდის წინადადებას არ დათანხმდეს", - "სევილიას" ბასკი თავკაცის სკანდალური განცხადება.
ტურის საუკეთესო გოლი
ლიონელ მესი (ბარსელონა) - დეპორტივოს კარში
ტურის საუკეთესო პასი
ლეო კარილიო (რაიო ვალეკანო) - საგოლე პასი ალეხანდრო დომინგესს.
ტურის სტატისტიკა
17 გოლი ტურში (1,7 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 55 ყვითელი ბარათი, 2 წითელი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ალეხანდრო ალფარო (მალიორკა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: აიმერიკ ლაპორტი (ბილბაო, 18 წლის).
ყველაზე მეტი მაყურებელი: 69 748 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 292 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 20 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 9 - სელტა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 12 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 71% - ბარსელონა
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ალექსის სანჩესი ლა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა, მაშინ, როცა 20 წლის ლეო კარილიო "რაიო ვალეკანოდან" იქ უკვე მეხუთედაა. კრიშტიანო რონალდო ნაკრებში მე-12-ედ მოხვდა.
მე-12 ფეხბურთელი: ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი)
ტურის გმირი
ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი)
29 წლის ნახევარმცველმა "ვისენტე კალდერონზე" ერთადერთი გოლი გაიტანა და ამით "ატლეტიკოს" სეზონში პირველი საშინაო მარცხი აგემა, ხოლო "რეალს" თანაქალაქელთა გადასწრების შანსი მისცა. ისედაც, მის მეწყვილე ილარამენდის თუ არ ჩავთვლით (რომელმაც, უბრალოდ, საუცხოოდ ითამაშა), ჩაბი პრიეტო მოედანზე საუკეთესო იყო.
ბომბარდირები
40 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
ასისტენტები
13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
გოლი+პასი
49 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)
მომდევნო ტური
15 მარტი
დეპორტივო-სელტა.
16 მარტი
რეალ სოსიედადი-ვალიადოლიდი, ხეტაფე-ბილბაო, რეალი-მალიორკა, ვალენსია-ბეტისი.
17 მარტი
მალაგა-ესპანიოლი, სევილია-სარაგოსა, ოსასუნა-ატლეტიკო, ბარსელონა-რაიო ვალეკანო, გრანადა-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVII ტური: ლიონელ მესის მსოფლიო რეკორდი [VIDEO]