ჩავის მარჯვენა ფეხის კუნთი დაუზიანდა. ტრავმა არ არის რთული, თუმცა ის აუცილებლად გამოტოვებს ესპანური პრიმერას 28-ე ტურის მატჩს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ.
15 მარტს ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს და სავარაუდოდ, სიაში ჩავის არ შეიყვანს. ასე რომ, ნახევარმცველი 22 მარტს ფინეთთან, ხოლო 27 მარტს საფრანგეთთან მატჩებსაც გამოტოვებს მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან ერთად ჯგუფში საქართველოს ნაკრებიცაა, რომელიც 22 მარტს საფრანგეთს ესტუმრება.
ჩავი: წინ კიდევ 90 წუთია, შესაძლოა, მეტიც...