არგენტინელმა ვარსკვლავმა ასეთთა რიცხვში მადრიდის "რეალიც" შეიყვანა.
"მეტოქეები, რომლებიც მთელ გულისყურს დაცვას უთმობენ, პრობლემებს გვიქმნიან ხოლმე.
იყო შემთხვევები, როცა ძალიან ძვირი დაგვიჯდა თამაშის ალტერნატიული გეგმის არქონა. გაიხსენეთ თამაშები ლონდონის "ჩელსისა" (2011-2012) და ჟოზე მოურინიოს დროინდელ "ინტერთან". "მილანმა" და "რეალმაც" ამ სეზონში ჩვენ წინააღმდეგ ასევე ითამაშეს", - უთხრა მესიმ goal.com-ს.
ფორვარდმა დასძინა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებს გუნდის მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილზე ტიტო ვილანოვას ყოფნა
"ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, თუმცა თამაშის დეტალების გასაანალიზებლად მწვრთნელის ყოფნა აუცილებელია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჟორდი როურას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვილანოვას არყოფნა მნიშვნელოვნად დაგვეტყო.
ტიტო ბრწყინვალე ადამიანია, რომელმაც იცის, როგორ მიიტანოს ფეხბურთელებამდე თავისი იდეები. ის პეპ გვარდიოლასგანაც განსხვავდება", - თქვა ლიონელმა.
მესიმ "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - არგენტინელმა ზედიზედ მე-18 შეხვედრაში გაიტანა.
ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVIII ტური: ლამაზი გოლების ტური [VIDEO]
პს - ჩემი პირველი კომენტარი ამ საიტზე, უძლიერესი საიტია, ძალიან მომწონს, ასე გააგრძელეთ ; )))
პს - არ ვთვლი რომ რეალმა ბოლო ორი თამაში დაცვიდან ითამაშა ბარსასთან