ლა ლიგა. XXVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: მოუმ "მარკას" გალა ნამდვილ "გალაში" გაცვალა

AutoSharing Option
ორშაბათს ესპანეთში 2011/12 წლების ნომინანტები დააჯილდოვეს. "მარკამ" თავისი ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარა.

მთავარი პრიზი, ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ტიტული კრიშტიანო რონალდომ მიიღო. საუკეთესო მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიოა.

სხვათა შორის, ცერემონიალს რონალდო კი დაესწრო, მაგრამ არსად იყო მოურინიო. პრიზი კი მის ნაცვლად ემილიო ბუტრაგენიომ ჩაიბარა.

სანამ მოუს და "მარკას" შორის მტრობამდე მივალთ, ვიტყვით, რომ წინა ღამით პორტუგალიელი ზურაბ ხიზანიშვილის გუნდის თამაშს დაესწრო "გალათასარაისთან".

გალისიური სკანდალი
გალისიური დერბის დღეს ლა კორუნიაში პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმზე იყო გადასული, რათა
"დეპორტივოს" და "სელტას" ფანებს შორის ინციდენტი არ მომხდარიყო. ამ დროს "სელტას" ფეხბურთელმა თავად შეუწყო ხელი ესკალაციას.

უგო მალიომ
იანვარში მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ ეხმარება, მაგრამ ხელს კი უშლის - მან გამოაქვეყნა "დეპორის" შეურაცხმყოფელი ფოტო, რამაც ძალზე დაძაბა ვითარება.

სხვათა შორის, მალიო "რიასორზე" "სელტას" ულტრასებში იჯდა და იქიდან გულშემატკივრობდა თავის გუნდს.

ცალკე აღსანიშნავია, როგორ დააღალატა მატჩისას გუნდი იაგო ასპასმა, რომელმაც მეტისმეტად იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

მათმა მოქმედებამ ძალიან აღაშფოთა "სელტას" ვეტერანი მარიო ბერმეხო, ორივე უკმეხად მოიხსენია (განსაკუთრებით, მალიო) და აღნიშნა, დროა, ბიჭები კაცებად იქცნენ და პროფესიონალებადო.

მზვერავი თერიმი
"რეალის" მატჩს თურქული "გალათასარაის" თავკაცი ფათიჰ თერიმი ესწრებოდა, რომელიც მომავალ გუნდს ზვერავდა.

გამოცდილმა მწვრთნელმა რამდენიმე შენიშვნაც ჩაიწერა, თუმცა "რეალის" 5 გოლის მერე ის კარგ ხასიათზე ვერ იქნებოდა.

მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "მალიორკასთან" 5:2 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 11-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, გაიტანა გოლი. ერთხელ მას ეუხეშნენ და 2-ჯერ თავად დაარღვია თამაშის წესი.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "რაიო ვალეკანოსთან" 3:1 მოგებულ მატჩში. მან კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 4-ჯერ ზუსტად, 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა, 4-ჯერ დაჯარიმდა.

პრინციპში, არ გვახსენდება, როდის დაჯარიმდა ლეო ამდენჯერ ერთ მატჩში, თუმცა ცხადია - ჩვენი მინი-დუელი ამჯერად მან მოიგო: 13:9 არგენტინელის სასარგებლოდ.

იცით თუ არა, რომ...
* კრიშტიანო რონალდოს გოლი "მალიორკას" კარში მის პროფესიულ კარიერაში 350-ეა.

* ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ "ბარსელონას" გოლების 54,7% გაიტანეს, დანარჩენზე კი მოდის 45,3%.

ტურის ფრაზები
ფერნანდო ვასკესი: "ჩვენ ისევ რეანიმაციაში ვრჩებით. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე აღარ ვართ დამოკიდებული", - "დეპორტივოს" თავკაცი კლუბში შექმნილ სიტუაციაზე.

ფილიპ მონტანიე: "ისეთ ფორმაში ვართ, რომ ოცნების უფლებაც მოგვეცა", - "რეალ სოსიედადის" ფრანგი თავკაცი.

გრეგორიო მანსანო: "ჩვენ სახალხოდ ორჯერ გავაწანით სილა "რეალს" და ეს ერთ რამედ ღირს", - "მალიორკას" თავკაცი.

პეპე მელი: "ვიღაც-ვიღაცები ჩვენ ლიგის მასხარებად გვთვლიან, რომელთა დაჩაგვრაც იოლია", - "ბეტისის" თავკაცი "ვალენსიასთან" მატჩში მსაჯობამ აღაშფოთა.

მანუელ პელეგრინი: "ჩვენ ადამიანები ვართ", - "ესპანიოლთან" "მალაგას" საშინაო მარცხის მერე.

პაკო ხემესი: "ძალიან ვამაყობ ჩემი ბიჭების თამაშით", - "კამპ ნოუზე" 1:3 მარცხის მიუხედავად, ყველამ აღნიშნა, რომ "ელვებმა" ბარსელონაში თავი არ შეირცხვინეს.


ტურის მსხვერპლ(ნ)ი
რობერტო სოლდადო (ვალენსია)
დავიდ ალბელდა (ვალენსია)
ადრიანო (ბარსელონა)
დიეგო კოშტა (ატლეტიკო)

პენალტის ეპიზოდში სოლდადომ ტრავმა მიიღო, თუმცა გააგრძელა თამაში; მეორე ტაიმში ტკივილი აუტანელი გახდა და "ვალენსიას" ბომბარდირი შეცვალეს.

ესპანური ფეხბურთის სუსტი წერტილი - მსაჯობა
მუნის ფერნანდესი (ვალენსია-ბეტისი): 0 "მარკას" შეფასებით (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: პირველ ტაიმში დანიშნა არარსებული პენალტი და გააძევა სტუმარი ფეხბურთელი. ვალდებული იყო, მეორე ყვითელი ბარათი მიეცა "ვალენსიას" მცველისთვის, მაგრამ არ გააკეთა ეს.

ტურის საუკეთესო გოლი
ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი) "ვალიადოლიდის" კარში

ტურის საუკეთესო პასი
პეპე (რეალი) საგოლე პასი გონსალო იგუაინს.

ტურის სტატისტიკა
34 გოლი ტურში (3,4 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 52 ყვითელი ბარათი, 3 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (რეალი), დიეგო კოშტა (ატლეტიკო), კოკე (სევილია), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ეიმერიკ ლაპორტი (ბილბაო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 88 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 500 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 24 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 13 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 22 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - დეპორტივო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - რეალი

მომდევნო ტური
30 მარტი
რაიო ვალეკანო-მალაგა, სელტა-ბარსელონა, სარაგოსა-რეალი, ლევანტე-სევილია.

31 მარტი
ვალიადოლიდი-ოსასუნა, მალიორკა-დეპორტივო, ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-ვალენსია.

1 აპრილი
ბილბაო-გრანადა, ბეტისი-ხეტაფე.

Sportall.Ge

ამ ტურში იმდენმა ითამაშა კარგად, რომ ყველასთვის ადგილი ვერ გამოინახა. ასე დარჩნენ რჩეულთა მიღმა კრიშტიანო რონალდო და დავიდ ვილია. სამაგიეროდ, მესი მეოცედ მოხვდა სიმბოლურში და დამსახურებულადაც. გუნდში ორი კოკეა, ოღონდ "სევილიას" 25 წლის მცველის სახელი ასე იწერება: Coke, ხოლო "ატლეტიკოს" 21 წლის ნახევარმცველის ასე: Koke

მე-12 ფეხბურთელი: ხუან კარლოს ვალერონი (დეპორტივო)

ტურის გმირი
ლიონელ მესი (ბარსელონა)

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, "მილანთან" და "რაიოსთან" თამაშებმა ეს ეჭვი საბოლოოდ გაფანტა - მესი ფენომენალურია.

ბომბარდირები
42 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
27- კრიშტიანო რონალდო (რეალი)
21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები
13 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
10 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
9 - მესუთ იოზილი (რეალი)

გოლი+პასი
52 - ლიონელ მესი (ბარსელონა)
32 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XXVIII ტური: ლამაზი გოლების ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესი რო ფენომენია ისეთი ფენომენი................... ღირსი რი ყოფილიყო მესიის მისცემდნენ ჯილდოს მაგრამ ჩემი ფეხები მიიღო მესიმ ძააან კარგი
roni
12:37 21-03-2013
0
საინტერესოა,მესი მსოფლიოს საუკეთესოა,ოქროს ბურთით და ესპანეთში ვერ გაქაჩა? თუმცა მარკა რეალის ფანია და მაგანაც რო არაფერი მისცეს რონალდო სულ ისე დარჩება.
Temo
14:32 19-03-2013
0

სიახლეები პოპულარული