"ბარსელონა" დავიდ ვილიას ახალ კონტრაქტს უმზადებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" არათუ არ აპირებს შეელიოს 31 წლის ფორვარდ დავიდ ვილიას, არამედ ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს ახალ კონტრაქტსაც უმზადებს - ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

"ელ გუახეს" ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2014 წლის ზაფხულში უსრულდება, ახალი კონტრაქტი კი მას "ბარსაში", პრაქტიკულად, პროფესიული კარიერის ბოლომდე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის განმავლობაში ვილიას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და არცთუ საუკეთესო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჰქონდა კონფლიქტი ლიონელ მესისთან და ტიტო ვილანოვასთან დალაპარაკებაც სურდა გუნდიდან გაშვების თაობაზე, თუმცა ახლა მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია ლა ლიგის
სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟორდი როურა: დავიდ ვილია "ბარსელონასთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული