ერიკ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
ღვიძლის გადანერგვის შემდეგ "ბარსელონას" ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა პირველად ითამაშა ფეხბურთი. მან გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში ფრანგულ "ისტრთან" ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ახლა "ბარსელონას" პირველი გუნდის მთელი შემადგენლობიდან მხოლოდ სამი არ არის გამოძახებული სხვადასხვა ნაკრებში. ამ სამიდან ორმა, აბიდალმა და ჯონათან დოს სანტოსმა ამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"ჩვენ ჯერ ვერ გეტყვით, როდის იქნება აბიდალი მზად სათამაშოდ. ის ძალიან კარგ განწყობაზეა. ჩემი აზრით, დიდი ხანი არ დარჩა, რაც მწვრთნელს ერიკის პირველი გუნდის განაცხადში შეყვანა შეეძლება", - განაცხადა ექიმმა რიკარდ პრუნიამ.

ერიკ აბიდალმა
2012 წლის 21 თებერვალს ღვიძლი გადაინერგა.

ასევე იხილეთ:
ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ერიკ აბიდალი მოედანზე ბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული