ჟოზე მოურინიო: ლა ლიგა დიდი ხანია, წავაგეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი გუნდის სატურნირო ცხრილის პოზიციაზე ისაუბრა.

- "რეალმა" ბოლო მატჩებიდან 33 ქულიდან 28 აიღო. გუნდმა მოუგო "სელტას", "ვალენსიას" და "ბარსელონას" თასზე. ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გააგდო. წელი ამაზე უკეთ დაგიწყიათ?
- რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, მატარებელმა უკვე ჩაიარა. ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს ფეხბურთელებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის მატჩები, რომ მუდამ კარგ ფორმაში შეხვდნენ იმ შეხვედრებს, სადაც ტიტულების ბედი წყდება. ლა ლიგა დიდი ხანია, წავაგეთ.

ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებთ. ვცდილობთ, მხოლოდ მოგებაზე ვითამაშოთ. გვინდა,
პირველ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს დავასრულოთ ასპარეზობა.

ვცდილობთ, ფეხბურთელები არ გადავტვირთოთ, რომ გადამწყვეტ შეხვედრებში ისინი ფორმის პიკში იყვნენ.

"რეალი" ყოველ მატჩსა და ტურნირში გამარჯვებისკენ უნდა მიილტვოდეს. ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ ამ სეზონში ჩემპიონატს მოვიგებთ", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ლა ლიგაში "ბარსელონას" 13 ქულით ჩამორჩება. სეზონის ბოლომდე გუნდებს 10-10 მატჩი დარჩათ.

მომზადებულია www.realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული