ესპანური პრესის ინფორმაციით, მოურინიომ ბენზემას ბოლო შანსი "მურსიასთან" სათასო მატჩში მისცა, მაგრამ უკვე ტაიმებშორის შესვენებაზევე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე გონსალო იგუაენი გამოიყვანა. მატჩი საბოლოოდ 0-0 დასულდა.
მოურინიომ ნახევარმცველებთან ესტებან გრანეროსთან და პედრო ლეონთან განშორებაც გადაწყვიტა. გრანერომ, შესაძლოა, კარიერა "ხეტაფეში" გააგრძელოს, ლეონმა კი - "ჰერკულესში".
ქარიმ ბენზემა, რომელიც 19 დეკემბერს 23 წლის გახდება, "რეალში" "ლიონიდან" 2009 წლის ზაფხულში გადავიდა.