მოურინიო: ან ახლა, ან არასდროს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთს" მას მიაკუთვნებენ. წელს ეს ჯილდო არამხოლოდ წლის საუკეთესო ფეხბურთელს, არამედ საუკეთესო მწვრთნელსაც გადაეცემა.

"თუკი წელს, როდესაც ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს არ მივიღებ, ესე იგი, ამ პრიზს ვერასდროს დავეუფლები", - განაცხადა პორტუგალიელმა.

ჩემპიონთა ლიგის, იტალიის ჩემპიონატის და თასის მომგები მოურინიოს მთავარ კონკურენტად ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ითვლება, რომელმაც თავის გუნდს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

მათ გარდა, "ოქროს ბურთის" ნომინანტების სიაში არიან: ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონა"), კარლო ანჩელოტი ("ჩელსი"),
არსენ ვენგერი ("არსენალი"), ლუი ვან გაალი("ბაიერნი"), ოსკარ ტაბარესი(ურუგვაის ნაკრები), ბერტ ვან მარვეიკი(ჰოლანდისს ნაკრები) და იოახიმ ლიოვი(გერმანიის ნაკრები).

ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა, რომელთაც "ოქროს ბურთი" გადაეცემათ, 10 იანვარს გახდება ცნობილი.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ეკუთვნის!! დელ ბოსკემ ისეთი ფორმაციის ნაკრებთან მოიგო მსოფლიო, რომ ამ ნაკრებით ბევრი მწვრთნელი მოახერხებდა ტიტულის დაუფლებას!!! კაცს ყველა ხაზში უძლიერესი მოთამაშეები ყავდა და სათადარიგოს უძლიერესი შემადგენლობით ყავდა. ხოლო მოუს "ინტერში" 3-4 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი თუ ირიცხებოდა და მაინც რა ტიტულები მოიგო და როგორი ფორმაციის "ჩელსი" და "ბარსა" მოინელა!!!
ეკუთვნის მოუს!!!
madridista
16:05 28-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული