ჟოზე მოურინიო: ახლო მომავალში შესაძლოა ისეთი რაღაც მოხდეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ისეთი რამე მოხდეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს.

ადრე პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობდა, რომ "სამეფო კლუბიდან" წასვლის შემდეგ ის სავარაუდოდ ინგლისში დაბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს "ბენფიკაში", "ლეირაში", "პორტუში", "ჩელსიში" და "ინტერში" უმუშავია.

"ჩელსის" ამჟამინდელ თავკაცს რაფაელ ბენიტესს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ უმთავრდება.

"ყველამ იცის, რომ თავგადასავლები მიყვარს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია ჩემი ოჯახისთვის. ვნახოთ, რა მოხდება. ინგლისის, პორტუგალიის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ ძნელია ახალი მიზანი იპოვო.

შესაძლოა ეს იყოს კლუბი,
რომელშიც ადრე მიმუშავია. შესაძლოა ახლო მომავალში ისეთი რამე მოხდეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს",
- თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელი სპეციალისტის ნამუშევარ ქვეყნებში, როგორც ნახეთ არაა გერმანია. ამასთან ერთად მომავალი სეზონიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იქნება. თუ მოურინიოს ნამდვილი თავგადასავალი სურს, ბუნდესლიგა იდეალური ვარიანტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული