"ბარსელონაში" დავიდ ვილია შესაძლოა სერხიო აგუერომ შეცვალოს
AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამხმელმა დავიდ ვილიამ ჯერ ვერ გადაწყვიტა მოაწერს თუ არა ხელს კლუბთან ახალ კონტრაქტს, რადგან ფეხბურთელს სურს ბედი სხვა ჩემპიონატშიც სცადოს.
Sport-ის ცნობით, ესპანური კლუბი უკვე განიხილავს ვილიას შემცვლელის ვარიანტს.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" 24 წლის თავდამსხმელი სერხიო აგუეროა.
აგუერომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 14 გოლი გაიტანა.