"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს "რეალთან" მატჩი 28 ნოემბრის ნაცვლად 29 ნოემბერს გადაიტანოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ კატალონელებს ჩემპიონთა ლიგაში "პანათინაიკოსთან" მატჩის შემდეგ ერთი ზედმეტი დღით დასვენება არ აწყენთ. მეორეც, იმიტომ , რომ 28 ნოემბერს კატალონიაში ადგილობრივი პარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი, რამაც შესაძლოა მატჩის დროს საორგანიზაციო და უსაფრთხოების ზომების მიღება გაართულოს.
"ლოგიკურია, რომ ამ თამაშებს შორის შუალედის მაქსიმუმამდე გაზრდა გვინდა. არის თამაშები, რომელთა დასვენების დღეებში ჩატარება აუციელებელია. "ელ კლასიკოს" კი ამის საჭიროება არ გააჩნია", - განაცხადა "ბარსელონას" პრესსამსახურის უფროსმა მანუელ აროიომ.
თუმცა, მადრიდელები
პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ჩასვლას არ ჩქარობენ, არამედ პირიქით, ერთი დღით ადრე, 27 ნოემბერს ურჩევნიათ თამაში.