ტიტო ვილანოვა ბარსელონაში ჯანმრთელი დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 44 წლის თავკაცი ტიტო ვილანოვა ბარსელონაში დაბრუნდა.

ტიტო ნიუ იორკში ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კურსს გადიოდა. ახლა ის ჯანმრთელადაა და მზადაა, დაუბრუნდეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას.

ვილანოვა "ელ პრატის" აეროპორტში 26 მარტს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გამოჩნდა, თუმცა ნაშუადღევს გუნდს (უფრო სწორად, იმათ, ვინც არც ერთ ნაკრებში არაა გამოძახებული) ისევ ჟორდი როურა და აურელიო ალტიმირა ავარჯიშებდნენ.

ახლა ვილანოვა შინ დაისვენებს და მუშაობას ეტაპობრივად შეუდგება. მწვრთნელმა ნიუ იორკში 2 თვე და 5 დღე გაატარა.

30 მარტს "ბარსელონა" მომდევნო ტურის მატჩს
ვიგოში "სელტას" წინააღმდეგ გამართავს. სავარაუდოდ, ტიტო ვილანოვა უკვე სათადარიგოთა სკამზე იჯდება და გუნდს თავად უხელმძღვანელებს.

ასევე იხილეთ:
ტიტო ვილანოვა "ბარსელონაში" ამ კვირაში დაბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული