მესუთ იოზილს წელიწადში 5 მილიონი ევრო ეცოტავება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ხელფასის გაზრდას ითხოვს.

ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, ხელფასი შეიძლება გადაიხედოს იმისდა მიხედვით, როგორ ითამაშებს იოზილი ამ სეზონში.

თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ კარგად თამაშობს და იმსახურებს ხელფასის მომატებას. "გალათასარაისთან" მატჩის შემდეგ იოზილის აგენტი, მისი მამა მუსტაფა იოზილი "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.

24 წლის იოზილს 2016 წლამდე აქვს ხელშეკრულება "რეალთან" და წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული